x
image
Yoona
Mediator image
16 მსახიობის წყვილი, რომლებმაც ერთი პერსონაჟი სხვადასხვა ასაკში ითამაშეს
რეჟისორები მთავარი გმირის ბავშვობის ფრაგმენტებს ხშირად გვაჩვენებენ. ეს პერსონაჟის, მისი ხასიათის და მოტივაციის უკეთ გაგებაში გვეხმარება. ასეთი ტექნიკა კასტინგის ასარჩევად სპეციალურ მიდგომას მოითხოვს. თუ მსახიობი, რომელიც გმირის როლს ბავშვობაში თამაშობს, მას ნაკლებად ჰგავს, მაყურებელი იმედგაცრუებული რჩება.

image

ფილმები და სერიალები, სადაც ბავშვები–მსახიობები ძალიან წარმატებულად არიან შერჩეულნი.

შირლი („ჰილ ჰაუსის მოჩვენებები“, 2018)

image

ლულუ უილსონმა და ელიზაბეტ რიზერმა ერთი და იგივე გმირი, სახელად შირლი სიუჟეტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ითამაშეს.

კამილა („ბასრი საგნები“, 2018)


image

სერიალის მთავარი ქალი შემსრულებლის როლი ბავშვობაში სოფია ლილისმა, ფილმ "ის"–ის ვარსკვლავმა შეასრულა. ზრდასრულ ასაკში იმავე გმირს ემი ადამსი ასრულებს.

ლოკი („თორი“, 2011)

image

„თორში“ პატარა ლოკის როლს ტედ ოლპრესი ასრულებს. გაზრდილ პერსონაჟს მარველის ფილმსა და სერიალში ტომ ჰიდელსტონი ასრულებს.

თორი („თორი“, 2011)

image

ცენტრალური პერსონაჟის როლს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ასრულებენ დაკოტა გოიო და კრის ჰემსვორტი.

ბეტი („ლაზიერის გამბიტი“, 2020)

image

ჭადრაკის დედოფალი ბავშვობაში აილა ჯონსტონმა წარმოგვიდგინა. როცა გმირი გაიზარდა, მაყურებლების წინაშე ანია ტეილორ–ჯოის გარეგნობით წარმოგვეჩინა.

ნემო („მისტერ არავინ“, 2009)

image

ტობი რეგბო და ჯარედ ლეტო ბიჭის, სახელად ნემოს როლს მოზარდობის და ზრდასრულ ასაკში ასრულებს.

ჯეინი („ჯეინ ეარი“, 2011)

image

შარლოტა ბრონტეს საყვარელი რომანის ეკრანიზაციაში მთავარი გმირი ქალის როლს ასრულებს 2 მსახიობი: ამელია კლარკსონი და მია ვასიკოვსკა.

შერლოკ ჰოლმსი („შერლოკი“, 2010-2017)

image

ერთ–ერთ სერიაში ცნობილი დეტექტივის ახალგაზრდა ვერსიას მსახიობი ლუის ოლივერი ასრულებს. ზრდასრულ პერსონაჟს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს.

კლერი („დროში მოგზაურის ცოლი“, 2009)

image

6-8 წლის ასაკში მთავარი გმირის როლი ბრუკლინ პრუმ შეასრულა. იმავე პერსონაჟს მოზარდობის და უფრო ზრდასრულ ასაკში რეიჩელ მაკადამსი ასრულებს.

ჯულსი („ეიფორია“, 2019 - ჩვენი დრო)

image

კლარკ ფერლონგი და ჰანტერ შეფერი ერთ–ერთ მთავარ ცენტრალურ პერსონაჟს, ჯულს ცხოვრების სხვადასხვა წლებში ასრულებენ.

კესი („ეიფორია“, 2019 - ჩვენი დრო)

image

უფროსკლასელი კესის როლს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში კაირა ადლერი და სიდნი სუინი ასრულებენ.

ბრაიონი („მონანიება“, 2007)

image

13 წლის მთავარი გმირი ქალის როლს მსახიობი სირშა რონანი ასრულებს. ამავე პერსონაჟს 18 წლის ასაკში რომოლა გერი თამაშობს.

კოზეტა („საბრალონი“, 2012)

image

გოგონას როლს ასრულებს იზაბელ ალენი. როცა გმირი გოგონად გადაიქცევა, უკვე ამანდა საიფრიდს ვხედავთ.

პრინც ჩარლზი („გვირგვინი“, 2016-ჩვენი დრო)

image

მონარქის როლს სხვადასხვა ასაკში ბილ ჯენკინსი და ჯოშ ო’კონორი ასრულებენ.

ფიფქია („ერთხელ ზღაპარში“, 2011-2018)

image

ფენტეზის ჟანრის სერიალში პატარა ფიფქიას ასრულებს ბეილი მედისონი, ზრდასრულ ვერსიას ჯინიფერ გუდვინი ასრულებს.

ჯინი („იქს ადამიანები: ბნელი ფენიქსი“, 2019)

image

სამერ ფონტანმა სუპერგმირი 8 წლის ასაკში განასახიერა. სოფი ტერნერმა პერსონალის ზრდასრული ვერსია შეასრულა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილი ადამიანების 15 ფოტო, რომელზეც ფანებიც ვერ არჩევენ ვინ ვინ არის

image

2. 15+ ცნობილი ადამიანი, რომლებიც ასაკთან ერთად ისე გაიფურჩქნენ, როგორც თეთრყვავილა გაზაფხულზე

image

3. 12 ვარსკვლავი, რომლებიც იშვიათად იღიმიან - ფოტოები, რომლის ნახვის შემდეგ თვალებს არ დაუჯერეთ

image

4. 12 ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომლებიც საზიზღარი ჩვევებით არიან ცნობილი

image

5. 15 ბრიტანელი მსახიობი, რომლებმაც ზუსტად იციან, გული როგორ აგვიჩქარონ

image

6. როგორი ახალგაზრდები ვიყავით: 10 ცნობილი კინოწყვილი მაშინ და ახლა

image



0
349
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
349