შოუბიზნესი 12 ვარსკვლავი, რომლებიც იშვიათად იღიმიან - ფოტოები, რომლის ნახვის შემდეგ თვალებს არ დაუჯერეთ 2021, 26 ოქტომბერი, 9:35 ცნობილი ადამიანები შანსს არ უშვებენ, რომ კამერის წინ გაიღიმონ. მაგალითად, საოცარი მარგო რობი ან მაიკლ ფასბენდერი, რომლებიც ცნობილი არიან თავისი საფირმო „ზვიგენის“ ღიმილით. ზოგიერთ ვარსკვლავს მხიარული განწყობის საჯაროდ დემონსტრირება საერთოდ არ სურთ და სერიოზულ სახეს ინარჩუნებენ.
ინტერნეტში დიდხანს ძიების შემდეგ რამდენიმე იშვიათი კადრი ვიპოვე, რომლებზეც ჩვეულებრივ პირქუში ვარსკვლავები მომღიმარი სახით არიან აღბეჭდილნი. თურმე ამას გარკვეული მიზეზი აქვს.
რობერტ პატინსონი ამ განსაკუთრებულობის გამო მსახიობმა „ბინდის“ როლი კინაღამ დაკარგა. პატინსონი ამტკიცებდა, რომ ედვარდ კალენი პირქუში ბიჭი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემქმნელებს ეკრანზე მსუბუქი ღიმილის დანახვა მაინც სურდათ. „მახსოვს, როგორ მომცეს პროდიუსერებმა წიგნის ასლი, სადაც ხაზგასმული იყო ყოველი შემთხვევა, სადაც ჩემი პერსონაჟი იღიმის“ – ამბობს რობერტი. როცა მსახიობმა თავისი დაიჟინა, დათხოვნით დაემუქრნენ. უმა თურმანი ჩვეულებრივ, მსახიობი წითელ ხალიჩაზე ოდნავ იღიმის. საქმე არა მკაცრ განწყობაში, არამედ ბავშვურ წყენაშია: თურმანს ღიმილის რცხვენია. „როცა 10 წლის ვიყავი, ვიღაცამ მითხრა, რომ უშნო ღიმილი მაქვს, ამიტომ მთელი ახალგაზრდობა მრცხვენოდა და ღია პირით არასდროს ვიღიმი“ – გვიზიარებს უმა თურმანი. წლების განმავლობაში ვარსკვლავმა თავისი სილამაზის დაფასება ისწავლა და მორცხვობა დაივიწყა. კრისტენ სტიუარტი კრისტენ სტიუარტზე უემოციო მსახიობის იმიჯი ჩამოყალიბდა, რომელიც როგორც ეკრანზე, ასევე მოდურ საღამოებზე არ იღიმის. გოგონას უბრალოდ პაპარაცების ნებაზე გავლა არ სურს. ერთ–ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ღიმილი ნამდვილად იცის, მაგრამ არა ბრძანებით. ვიქტორია ბეკჰემი მაღალი წლის ქალი ფოტოგრაფების წინაშე ნეიტრალურ სახის გამომეტყველებას ინარჩუნებს და წლები ამ პრინციპს იცავს. თუმცა იყო მომენტები, როცა Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა ემოციები ვერ შეიკავა და მთელი პირით გაიღიმა. ეშლი და მერი–კეიტ ოლსენი ცნობილი დები ღიმილს არ იშურებდნენ, როცა ახალგაზრდები და უდარდელები იყვნენ, თუმცა წლების განმავლობაში უფრო თავშეკავებულები გახდნენ. ახლა ფოტოგრაფები და ფანები მხოლოდ ოდნავ გაშლილი ღიმილით კმაყოფილდებიან და ტყუპების ძველი გულახდილობა და მხიარულობა ენატრებათ. რუნი მარა ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ვარსკვლავი ბუნებრიობის მომხრეა. „რაში მჭირდება ყალბი ღიმილი? ამას გულწრფელად არ მივიჩნევ – განმარტავს რუნი მარა. მსახიობი იღიმის მხოლოდ მაშინ, როცა გულწრფელად ბედნიერია. ბილი აილიში თანამედროვე ახალგაზრდების კერპს იმდენად არ უყვარს გაღიმება, რომ ალბომიც გამოუშვა სახელწოდებით „არ გამიცინო“. სინამდვილეში, ცნობილ მომღერალს მხოლოდ ზრდილობის გამო გაღიმება არ სურს. ურჩევნია ეს მხოლოდ მაშინ გააკეთოს, როცა ამას საჭიროდ თვლის. კანიე უესტი თუ ვერ იხსენებთ ბოლოს როდის ნახეთ მომღიმარი კანიე უესტი, მარტო არ ხართ. ზოგჯერ რეპერი ფოტოებზე უკმაყოფილოდ გამოიყურება. კანიეს თქმით, არ იღიმის, რადგან სურს მაგრად გამოიყურებოდეს. კიმ კარდაშიანი კანიე უესტის ყოფილი ცოლი კიმ კარდაშიანი ღიმილზე ძუნწია. 2014 წელს კიმმა განმარტა, რატომ გამოიყურება ფოტოებზე ასეთი სერიოზული. მიზეზი მარტივია: ცნობილ ადამიანს ნაოჭების ეშინია. ზოგჯერ კარდაშიანი საკუთარ თავს მოდუნების და გაღიმების საშუალებას აძლევს. მომღერალი ლორდი ჰიტის „Royals” შემსრულებელი თვალისმომჭრელი ღიმილით ფანებს იშვიათად ახარებს. მომღერალს აღიზიანებს, როცა ყველა ფოტოსესიზე ფართოდ გაღიმებას სთხოვენ, თუმცა ამის გაკეთება არ სურს. მას მხიარული პოპ–პრინცესის იმიჯის შექმნა არ სურს, ამიტომ ნეიტრალურ სახის გამომეტყველებას ინარჩუნებს. დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის ფილმების ვარსკვლავი სხვებს ღიმილით არ აოცებს ერთი მარტივი მიზეზით: პაპარაცები არ უყვარს. ზოგჯერ ფოტოგრაფები წარმატებული მომენტის დაჭერას მაინც ახერხებენ. ბელა ჰადიდი ცნობილი მოდელი ძალიან ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთ–ერთი ინტერვიუში ბელა ჰადიდი აღიარებს, რომ ზოგჯერ კამერის წინ გაღიმების რცხვენია. გოგონას ბევრი დრო დასჭირდა, რომ საკუთარი სახე შეეცნო და უხერხულობა დაეძლია. ასევე დაგაინტერესებთ: როგორი ახალგაზრდები ვიყავით: 10 ცნობილი კინოწყვილი მაშინ და ახლა ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ 12 ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომლებიც საზიზღარი ჩვევებით არიან ცნობილი სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები 10 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ახლა 100-ზე მეტი წლის არიან 2738 2-ს მოსწონს |