x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ზიონ კლარკი-სპორტსმენი ნახევარი ტანით (+ვიდეო)

image


ზიონ კლარკი 1997 წელს დაიბადა კაუდალური რეგრესიის სინდრომით, რომლის დროსაც ჩვილის სხეულის ქვედა ნაწილი განვითარებას წყვეტს ფეხმძიმობის ადრეულ ასაკში.

მისი ბიოლოგიური მშობლები ისე იყვნენ შეშინებული ამ ანომალიით, რომ ბავშვზე უარი თქვეს და სხვა ოჯახი მოუძებნეს. დედობილი კიმბერლი კლარკი ჯერ ბავშვის მეურვე იყო, მაგრამ შემდეგ ისე შეუყვარდა ზიონი, რომ შვილად აიყვანა.


image

კიმბერლი კლარკი აყვანილ შვილთან ერთად


ზიონს რთული ბავშვობა ჰქონდა. გონებრივად ბიჭი ისე ვითარდებოდა, როგორც ყველა ნორმალური ბავშვი და ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა, მაგრამ ფიზიკური ნაკლის გამო ყოველთვის არასრულფასოვნად თვლიდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ამერიკული საზოგადოება ძალიან ტოლერანტულად ითვლება, ბავშვებისგან ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი.


image


საბედნიეროდ დედობილი ყოველთვის ამხნევებდა მას და ურჩევდა, არ მიექცია ყურადღება გარშემომყოფთა აზრისთვის. ზიონს ეს ძალიან ეხმარებოდა. სწორედ დედობილის წყალობით, უკვე მეორე კლასში სპორტით დაკავდა, კერძოდ ტანვარჯიშით.


image


როცა მიხვდა, რომ ფეხების უქონლობის კომპენსირება ძლიერი ხელებით შეიძლებოდა, მან სპეციალური ვარჯიშები დაიწყო კუნთოვანი მასის გასაზრდელად."ზოგიერთ ბავშვს ეშინოდა ჩემთან ჭიდაობის, მე კი მათი მეშინოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. თუმცა დროთა განმავლობაში, უამრავ ცდებსა და შეცდომების გათვალისწინებაზე დაყრდნობით, ჭიდაობის ჩემი მეთოდი შევიმუშავე. ამისთვის წლები დამჭირდა. ახლა ვვარჯიშობ დღეში ორჯერ, კვირაში ექვსი დღე. ეს ჩემი ცხოვრების სტილი გახდა."-ამბობს კლარკი.



image

image


ოთხი წლის წინ, ზიონ კლარკი აშშ-ში იმდენად ცნობილი შშმ სპორტსმენი გახდა, რომ Netflix-მა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. "ქვედა კიდურების არქონა ხელს არ მიშლის იმაში, რაც მსურს ის ვაკეთო. ადამიანები დამცინოდნენ, რომ ფეხები არ მაქვს. შურიანებთან გამკლავების საუკეთესო მეთოდია მათივე შურის გამოყენება შენს ინტერესებში. შურიანები ხომ თქვენი ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები არიან."


image


შეურაცხყოფისგან მიღებულ მთელს თავის ნეგატიურ ემოციებს, ზიონი ძალასთან ერთად მოწინააღმდეგებთან შერკინების დროს იყენებდა. თუმცა თავისი წარმატების მთავარ მიზეზად ის დედობილის, კიმბერლის დამსახურებას თვლის. "მე ფანტასტიური ურთიერთობა მაქვს დედასთან. ის დიდებული ქალია."-ამბობს ზიონი.


image


მომავლისთვის ზიონ კლარკი გეგმავს ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრას და ჭიდაობის თავისუფალ სტილში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედ გახდომას. მას ასევე კარგად ესმის ისიც, რომ მთელი ცხოვრება ვერ იქნება დაკავებული ჭიდაობით, ამიტომ უკვე გეგმავს კეიტ სტეიტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩარიცხვას.






იხილეთ სხვა სტატიები:




ბოდიბილდერი ქალბატონები სცენაზე და ცხოვრებაში

image


ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ

image


სიამის ტყუპებმა ელექტრიკოსებად დაიწყეს მუშაობა (+ვიდეო)

image


არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება

image


ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც

image


ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა

image


"მშობელს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს" - ფოტოები

image


როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ!

image


ჰონგ-კონგელს, თავის შეყვარებულ სექს-თოჯინასთან სრული იდილია აქვს: სეირნობენ, ვახშმობენ, მოგზაურობენ და ა.შ.

image





0
841
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
841
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0