სხვა ზიონ კლარკი-სპორტსმენი ნახევარი ტანით (+ვიდეო) 2022, 6 მაისი, 9:48 ზიონ კლარკი 1997 წელს დაიბადა კაუდალური რეგრესიის სინდრომით, რომლის დროსაც ჩვილის სხეულის ქვედა ნაწილი განვითარებას წყვეტს ფეხმძიმობის ადრეულ ასაკში. მისი ბიოლოგიური მშობლები ისე იყვნენ შეშინებული ამ ანომალიით, რომ ბავშვზე უარი თქვეს და სხვა ოჯახი მოუძებნეს. დედობილი კიმბერლი კლარკი ჯერ ბავშვის მეურვე იყო, მაგრამ შემდეგ ისე შეუყვარდა ზიონი, რომ შვილად აიყვანა. კიმბერლი კლარკი აყვანილ შვილთან ერთად
საბედნიეროდ დედობილი ყოველთვის ამხნევებდა მას და ურჩევდა, არ მიექცია ყურადღება გარშემომყოფთა აზრისთვის. ზიონს ეს ძალიან ეხმარებოდა. სწორედ დედობილის წყალობით, უკვე მეორე კლასში სპორტით დაკავდა, კერძოდ ტანვარჯიშით. როცა მიხვდა, რომ ფეხების უქონლობის კომპენსირება ძლიერი ხელებით შეიძლებოდა, მან სპეციალური ვარჯიშები დაიწყო კუნთოვანი მასის გასაზრდელად."ზოგიერთ ბავშვს ეშინოდა ჩემთან ჭიდაობის, მე კი მათი მეშინოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. თუმცა დროთა განმავლობაში, უამრავ ცდებსა და შეცდომების გათვალისწინებაზე დაყრდნობით, ჭიდაობის ჩემი მეთოდი შევიმუშავე. ამისთვის წლები დამჭირდა. ახლა ვვარჯიშობ დღეში ორჯერ, კვირაში ექვსი დღე. ეს ჩემი ცხოვრების სტილი გახდა."-ამბობს კლარკი. ოთხი წლის წინ, ზიონ კლარკი აშშ-ში იმდენად ცნობილი შშმ სპორტსმენი გახდა, რომ Netflix-მა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. "ქვედა კიდურების არქონა ხელს არ მიშლის იმაში, რაც მსურს ის ვაკეთო. ადამიანები დამცინოდნენ, რომ ფეხები არ მაქვს. შურიანებთან გამკლავების საუკეთესო მეთოდია მათივე შურის გამოყენება შენს ინტერესებში. შურიანები ხომ თქვენი ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები არიან." შეურაცხყოფისგან მიღებულ მთელს თავის ნეგატიურ ემოციებს, ზიონი ძალასთან ერთად მოწინააღმდეგებთან შერკინების დროს იყენებდა. თუმცა თავისი წარმატების მთავარ მიზეზად ის დედობილის, კიმბერლის დამსახურებას თვლის. "მე ფანტასტიური ურთიერთობა მაქვს დედასთან. ის დიდებული ქალია."-ამბობს ზიონი. მომავლისთვის ზიონ კლარკი გეგმავს ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრას და ჭიდაობის თავისუფალ სტილში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედ გახდომას. მას ასევე კარგად ესმის ისიც, რომ მთელი ცხოვრება ვერ იქნება დაკავებული ჭიდაობით, ამიტომ უკვე გეგმავს კეიტ სტეიტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩარიცხვას.
იხილეთ სხვა სტატიები:ბოდიბილდერი ქალბატონები სცენაზე და ცხოვრებაში ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ სიამის ტყუპებმა ელექტრიკოსებად დაიწყეს მუშაობა (+ვიდეო) არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს 18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა "მშობელს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს" - ფოტოები როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ! 841 5-ს მოსწონს
|