x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამიტომაც არ უნდათ მიშა გარეთ. @@ თქვენსას ყველასას!" - ვის მიმართავს თეა თუთბერიძე

image


ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა "კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე საქართველოს ექს- პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სრულ უმოქმედობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ პასიურობას შემდეგი მიზეზით ხსნის:


"ყოვლად სამარცხვინო, ენით აუწერელი რამ ხდება ღრუზიაში!!! პუტინი კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარი ოლიგარქის უსახო, მონა მარიონეტების ხელით და ქართველები ამას დგანან და უყურებენ! ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვითომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე და პოლიტიკური შურისძიებით შეწუხებული ნიკა მელიას გარს რომ ეხვეოდა ერთი წლის წინ ენმ-ის ოფისში დღეს გამქრალია. რატომ?


იმიტომ რომ რეალურად პოლიტიკოსების გარდა ყველაფერი არიან და პოლიტიკურ კონკურენციაში ძლიერი წონის პოლიტიკოსთან ქრებიან არენიდან. ამიტომაც არ უნდათ მიშა გარეთ. ამიტომაც არ ერიდებიან გახდნენ პუტინის დაკვეთილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლეობის თანამონაწილე!


და ამ ადამიანებს ჰგონიათ რომ ისინი მერე რაღაც სახით პოლიტიკაში დარჩებიან საქართველოში, მართლა ასე ჰგონიათ! დშ თქვენსას ყველასას!" - წერს თეა თუთბერიძე და მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის ფეისბუქპოსტს აზიარებს, სადაც ის მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდებს.


"გთხოვთ ყველას, ხვალ 19:00 საათზე, მოხვიდეთ კანცელარიასთან და დაგვიდგეთ გვერდში. ჩვენ არ ვითხოვთ ხმას, არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის და არც მიშას ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჩვენთვის ძმის გადარჩენა ყველანაირ პარტიულ და პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. გთხოვთ დაგვეხმაროთ ძმა გადაგვირჩინოთ." - ვკითხულობთ დავით სააკაშვილის საზოგადოებისადმი მიმართვაში.







0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342