x
image
თამილა გურაშვილი
ვლადიმერ კიკნაძე: " ბავშვის მკურნალობაზე უარი გვითხრეს..ჯერ უკრაინიდან დევნილებს უნდა დავეხმაროთო.."
image
"ჯერ იყო და ნევროლოგიის ინსტიტუტში ჩემი 5 წლის შვილის მკურნალობისათვის მოითხოვეს უზარმაზარი თანხა, ამავე დროს, დაგვაიმედეს, რომ თბილისის მერია, ნაძალადევის გამგეობა და ასათიანის ქუჩა N9-ში არსებული სოციალური სამსახურები დააფინანსებდნენ ხსენებული თანხის ნაწილს მაინც(?!), მაგრამ ზემოთ ხსენებული სამივე კანტორიდან თანადაფინანსებაზე უარი განგვიცხადეს იმ მიზეზით, რომ მათ ხელთ არსებული თანხები გადაეცა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უკრაინელ დევნილებს...
მადლობა უფალს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ თანამოქალაქეზე გულშემატკივარი ადამიანები და ჩვენი ფბ. მეგობრების ნაწილმა გაგვიწია ფინანსური დახმარება, რისთვისაც უფალს ვთხოვ, მათსა და მათ გვერდში მყოფთათვის ყოველივე სიკეთის ბოძებას!!!
დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ მივმართეთ ისევ იმ ინსტიტუტს და წარვუდგინეთ ჩვენს ხელთ არსებული თანხა, კვლავ უარი გვითხრეს მკურნალობაზე, მიზეზად კი დაასახელეს ხელისუფლების განკარგულება, რომლის თანახმადაც პირველ რიგში დახმარება უნდა გაეწიოს უკრაინიდან დევნილებს და შემოდგომამდე ჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია, ამ დროს, ჩემი ცოლი და ავადმყოფი 5 წლის შვილი აფხაზეთიდან არიან დევნილები, სოციალურად დაუცველები, მაგრამ რა...?! - ჯერ უკრაინელებიო!!! ქართველები მეორეხარისხოვანი ადამიანები ვართ!!! რა ვქნა - იძულებულები ვართ, შვილის გადასარჩენად მეუღლემ და ბავშვმა დატოვონ საქართველოს ფარგლები!!! არავის არაფერს ვთხოვ, უბრალოდ გულის ნადები ამოვანთხიე...
- ა ბ ა, გ ა უ მ ა რ ჯ ო ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ს გ ა რ ე შე!!" -წერს ადვოკატი ვლადიმერ კიკნაძე.
0
132
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0