x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მელაძემ და ბრეჟნევამ თურქეთში დაგეგმილი კონცერტი რუსი ტურისტებისთვის გააუქმეს
image

მომღერლებმა, მელაძემ და ბრეჟნევამ უარი განაცხადეს თურქეთში ჩასვლაზე და რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტების წინაშე გამოსვლაზე.


ვალერი მელაძემ და ვერა ბრეჟნევამ რუს ტურისტებისთვის კონცერტი გააუქმეს, რომელიც თურქეთის Port Nature Luxury Resort Hotel & Spa-ში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ "მეხუთე არხი" სასტუმროს მენეჯერზე დაყრდნობით იუწყება.


მენეჯერის თქმით, თავად არტისტებმა უარი თქვეს თურქეთში გაფრენაზე და იქ კონცერტის ჩატარებაზე.


”მათ თქვეს, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ გამოსვლა და ყველა შოუს გაუქმება მოუწიათ”, - თქვა სასტუმროს თანამშრომელმა.

როგორც ცნობილია, მაზლმა და რძალმა მწვავედ გააკრიტიკეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ისევე როგორც ვალერის უფროსმა ძმამ და ვერა ბრეჟნევას მეუღლემ-კონსტანტინე მელაძემ.


თავად ვერა ბრეჟნევა პოლონეთში გაემგზავრა მოხალისედ, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებაზე მუშაობდა, მან გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო საწყობებიდან, საიდანაც ნაწილდებოდა უკრაინელ ლტოლვილებზე დამხარებები, ვერამ აღნიშნა, რომ მასთან ერთად მოხალისედ მისი უფროსი ქალიშვილი, სონიაც იმყოფებოდა.



შეგახსნებთ ვერა ბრეჟნევას თავბრუდამხვევი კარიერა ჯგუფ "ვია გრა"-ში დაიწყო, რომელიც სულისჩამდგმელი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე იყო, მომღერალი მოგვიანებით (2015 წელს) მისი ცოლი გახდა.


რაც შეეხება ვალერი მელაძეს, მისი კარიერა 1989 წელს ანსამბ "დიალოგიდან" დაიწყო, რომელიც არტ–როკ სტილში მუშაობდა. მაშინ ჯგუფის ლიდერმა კიმ ბრეიტბორგმა ჩათვალა, რომ ვალერის ხმა ძალიან ჰგავდა ჯონ ანდერსონის ხმას. ვალერის სიმღერებმა უკრაინაში მალე მოიპოვა პოპულარობა და 1993 წელს მისი, როგორც სოლო მომღერლის, დებიუტი შედგა. მელაძის პირველი ჰიტი იყო რომანსი, რომლის დამსახურებითაც ის 1994 წლის აღმოჩენადაც დასახელდა. მალე ნიჭიერი მომღერალი რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყურადღების ცენტრში მოხვდა და მან ვალერი იმავე წელს მიიწვია თავის საშობაო კონცერტზე.


1995 წელს გამოვიდა ალბომი Сэра, რომელიც მომენტალურად ჰიტად იქცა. მას შემდეგ კონსტანტინ მელაძის დაწერილი და ვალერის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა პოპულარული ხდებოდა.

0
267
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0