საზოგადოება დაკრძალვის წინ მიცვალებულმა კუბოს სახურავზე კაკუნი ატეხა (ვიდეო) 2022, 3 მაისი, 15:52 პერუში ქალის დაკრძალვა შეწყდა, როდესაც თავად მიცვალებულმა კუბოს სახურავზე კაკუნი დაიწყო და თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შოკისმომგვრელ ვითარებაში, დამწუხრებულმა ნათესავებმა, რომლებიც მიასვენებდნენ 36 წლის როზა იზაბელ ცესპედე კალაკის კუბოს, ახადეს სახურავი და დაინახეს, რომ მათი ნათესავი გახელილი თვალებით უყურებდა. როზა კუბოინად პიკაპით გადაიყვანეს მეზობელ ფერენაფის რეფერენციულ საავადმყოფოში, სადაც მას სწრაფად ჩაუტარეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი პირველი დახმარება. მისი მდგომარეობა თავიდან ოდნავ გაუმჯობესდა აპარატის ხელშეწყობით, ექიმები იმედოვნებდნენ, რომ სასწაული გაგრძელდებოდა და პაციენტი გადარჩებოდა, თუმც როზას მდგომარეობა ისევ გაუარესდა და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. სასაფლაოს მომვლელმა ხუან სეგუნდო კახომ განაცხადა: „[მან] გაახილა თვალები და ოფლის დენა დაეწყო. სასწრაფოდ მივედი ჩემს კაბინეტში და პოლიცია გამოვიძახე“. დაკრძალვის დროს გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები კუბოს ბრბოს გავლით პიკაპისკენ მიაქანებენ. შემდეგ ვიდეო წყდება და უკვე ჩანს მედიკოსთა ჯგუფი, რომლებიც დგანან ღია კუბოსთან, რომელშიც როზა წევს უგონო მდგომარეობაში. 36 წლის როზა სერიოზულ ავარიაში მოყვა ჩიკლაიო-პიჩსის რაიონში, ავტოკატასტროფამ რამაც მაზლის სიცოცხლე შეიწირა და მძიმედ დაშავდნენ მაზლისშვილები. შემთხვევის შემდეგ ის გარდაცვლილად გამოცხადდა და ახლობლებმა მოაწყვეს მისი დაკრძალვა 26 აპრილს ლამბიკეში. გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები აღშფოთებულები არიან მედიკოსების გულგრილობით, როცა როზა გამოაცხადეს გარდაცვლილად და მორგში გადააგზავნეს, მეტი პროფესიონალიზმი და ყურადღება რომ გამოეჩინათ, შეიძლება როზა გადარჩენილიყო კიდეც. 827 5-ს მოსწონს
|