x
image
თუთიკო ბერძენა
"მაპატიეთ, მე მოვიპარე თქვენი მანქანა!" - ემოციური ამბავი უკრაინიდან
"მაპატიეთ, მე მოვიპარე თქვენი ავტომანქანა!" - ამ წერილს უკრაინელი ნატალია იურჩენკო აქვეყნებს სოციალურ ქსელ "ვკონტაქტ"-ში და იქვე მანქანის ფოტოსურათს ათავსებს.

image

"უკაცრავად, მე მოვიპარე ვიღაცის მანქანა. გადავარჩინე ოჯახი! თავშესაფარი დავტოვე და მაღაზიის მახლობლად გასაღებით მანქანა დავინახე გასაღებით. ორი საათი ვუყურე, პატრონს ველოდი - არ ჩანდა. ოჯახი გამოვიყვანე, მანქანაში ჩავჯექი და ვინიცასკენ წავედი. მერე ავტომანქანის სალონში ტელეფონის ნომერი ვიპოვე და პატრონს დავურეკე:


- თქვენი ავტომანქანა ჩემთან არის, ჩემი ოჯახი ცოცალია!



პატრონმა ნატალია დაამშვიდა:


- მადლობა ღმერთს! არ ინერვიულო, 4 ავტომანქანა მყავს. ჩემი ოჯახი ერთით გამოვიყვანე. დანარჩენი მანქანების ბენზინის ავზები ავავსე და დავტოვე ქალაქის სხვადასხვა ადგილას გასაღებებით დასაქოქში ს ტელეფონის ნომერი სალონის უჯრაში. ყველა ავტომანქანიდან თქვენსავით გადმომირეკეს. მთავარია, მშვიდობა იყოს- შევხვდებით. თავს მიხედეთ!"


როგორ არ უნდა გჯეროდეს ადამიანთა გარკვეული ნაწილის კეთილშობილების ასეთი ისტორიების შემდეგ?


თუმცა ისეთი კრიზისული სიტუაციისას, როგორიც ომია, ადამიანები ძირითადი ინსტიქტებით მოქმედებენ, მათ შორის, უპირველესი თვითგადარჩენის ინსტიქტია.



ომის დროს ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს აჩენენ!"

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0