სიახლეები რუსებმა ომის დაწყებისთანავე შავ ზღვაში საგანგებოდ გაწვრთნილი დელფინები გაუშვეს 2022, 2 მაისი, 15:07 ![]() აშშ-ს საზღვაო ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული თანამგზავრიდან გადაღებული სურათებიდან ჩანს, რომ უკრაინაში შეჭრის წინ ყირიმში სევასტოპოლის ნავსადგურთან დელფინების სადგომები გადაიტანეს. დელფინებს რუსი სამხედროები იყენებენ „კონტრ დაივინგის“ ოპერაციებისთვის. ![]() ყირიმის სახელმწიფო აკვარიუმში მზაკვრულად გაწვრთნილ ძუძუმწოვრებს შეუძლიათ მყვინთავებისგან თავის დაღწევა, ბომბების ტარება და ნაღმების დადებაც კი. ![]() ![]() საბჭოთა კავშირმა სამხედრო დელფინების მომზადება სევასტოპოლში თითქმის ორმოცდაათი წლის წინ დაიწყო. ![]() ნავსადგურში მდებარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი - და მრავალი ძვირფასი ხომალდი, მათ შორის მოსკოვის ფლაგმანი მის ჩაძირვამდე. უკრაინულ რაკეტებს არ აქვთ იმხელა სიშორე, რომ მიაღწიონ სევასტოპოლში განლაგებულ სამიზნეებს, მაგრამ კიევს შეუძლია წყალქვეშა დივერსანტების გაგზავნა ბაზაში შესაჭრელად. ფოტოებიდან ჩანს, რომ რუსეთმა დელფინები სევასტოპოლის შესასვლელთან გადაიყვანა თებერვლის ბოლოს, 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ![]() ![]() 338 3-ს მოსწონს
|