x
image
bellatrix
ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს

image"ქრისიტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს. აღნიშნულ მიმართვას Prime Time News-ი უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს ჩვენ ვნახეთ ღირსება აყრილი საქართველო და ქართველი ვაჟკაცები! ყოველთვის გამოდიოდა ციხიდან ხმები პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მაგრამ იმის წარმოდგენა, რაც ტელევიზიებით ვიხილეთ, ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, შეუძლებელია. არ მეგულება ადამიანი, ვინც გუშინ ტელევიზიებით გავრცელებული პატიმრების არაადამანური მოპყრობის ფაქტებმა არ შეძრა და უსამართლობის შეგრძნებამ კიდევ ერთხელ არ ააფორიაქა. ეს გახლავთ ჩვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე და ეს ადამიანები დღესაც უტიფრად იბრძვიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ვინც დანაშაულს ჩადის ქართველი ერის, ჩვენი თანამემამულეების წინაშე, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით! ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ დამნაშავე ხელისუფლების ბოგინი და მათ სადისტურ გამოხდომებს წერტილი უნდა დაესვას პირველ ოქტომბერს!
ყველას, სრულიად საქართველოს ყველა ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, არ დარჩეთ პირველ ოქტომბერს სახლში და ხმა მიეცით ამ ქვეყნის გადარჩენას! ყველას, ვისაც ეს ღირსებააყრილი ქვეყანა მართლა გტკივათ, გვთხოვთ, დავასრულოთ ამ სადისტების პარპაში კანონიერად, არჩევნების გზით! ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, მოხდეს ობიექტური გამოძიება ყველა ნაჩვენები ფაქტის და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები!
და ბოლოს, 591 00 38 38 ეს გახლავთ ჩემი პირადი ნომერი, მოგახსენებთ აგრეთვე ჩემი შტაბის მისამართს: დიღმის მასივი, მეორე კვარტალი, რობაქიძის გამზირი 7 ბ კორპუსი, ვთხოვ ყველა დიდუბელს, ვისი უფლებებიც ირღვევა, გვაცნობეთ თქვენი გასაჭირი და ერთად ვიბრძოლოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ", - ნათქვამია მიმართვაში.

2
200
2-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
200
  
2012, 28 სექტემბერი, 17:37
ესეთი სასაცილო მაჯორიტარობის კანდიდატი ჯერ არ მინახავს:))))
0 1 2