x
image
bellatrix
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ გურჩიანი წარადგინეს

image"თამარ გურჩიანი სახალხო დამცველად" ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელ facebook-ზე გვერდია შექმნილი, რომელმაც რამდენიმე დღეში 1100ზე მეტი ადამიანი გააერთიანა. ცოტა რამ მის შესახებ.




მოკლე ბიოგრაფია
თამარ გურჩიანი დაიბადა 1980 წლის 27 იანვარს, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო მაგისტრის ხარისხი მიიღო უილიამ და მერის კოლეჯის სამართლის სკოლაში (ვირჯინიის შტატი, აშშ).
წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ტრენერის, კონსულტანტისა და ექსპერტის რანგში ეუთოსთან, ევროსაბჭოსთან, მსოფლიო ბანკთან და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან. 2004–2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) პროგრამის დირექტორად, ხელმძღვანელობდა პროექტს საქართველოში გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, 2002 წლიდან არის არჩევნების დამკვირვებელი და წარმოადგენდა საია–ს საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებში.
2011 წელს სტაჟირება გაიარა ამერიკაში, Sunlight Foundation-ში, რომელიც მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პროექტებზე მუშაობს. მჟამად არის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე.



ამ გვერდის ადმინისტრატორი და მომხმარებლები არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავდნენ თხოვნით სახალხო დამცველის კანდიდატურაზე თამარ გურჩიანის კანდიდატურა გაეტანათ. სასტუმრო თბილისი მარიოტში გამართულ შეხვედრაზე კი თამარ გურჩიანის კანდიდატურა ოფიციალურად წარდგენილ იქნა და მისი წარდგენის მთავარ მიზეზად მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი დასახელდა.



სახალხო დამცველის კანდიდატურებად დასახელებულები არიან: იურისტი ლია მუხაშავრია, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.




0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0