x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"არესტოვიჩი თავად არის შეურაცხმყოფელი..." - ღარიბაშვილი

image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს "შეურაცხმყოფელი" პიროვნება უწოდა.


არესტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველები არჩევნებზე შეაფასებენ.


"თქვენ მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხმყოფელი, არ მინდა, ვილაპარაკო ბევრი, არც მინდა, გავაკეთო კომენტარები. სამწუხარო არის ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და აბსურდული რაღაც შეურაცხყოფებით, ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან. თუმცა, მე ვარწმუნებ ყველას, რომ ვერცერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის N1 190 ქვეყანას შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, ყველაზე მეტი მთელ მსოფლიოში ვიძახი - 500 ტონაზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი მთელი ხალხი არის ჩართული ამ პროცესში. აქ ადგილობრივად ვინც ჩამოვიდნენ უკრაინელები ვეხმარებით მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები, ხალხი და საზოგადოება რჩება ადგილზე", - თქვა ღარიბაშვილმა.

1
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
127
  
2022, 30 აპრილი, 17:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1