კონფლიქტები ანალიტიკოსები უკვე ღიად დასცინიან რამზან კადიროვს და მისი "შეუდარებელ" მებრძოლებს უკრაინაში დადგმული სცენების გამო 2022, 27 აპრილი, 15:21 ![]() მოდით დავიწყოთ იმით, რომ რამზან კადიროვს არა ჰყავს არმია, მისი საჯარისო ფორმირებები "ვოსტოკი" და "ზაპადი" დაშალეს და რუსეთის ყოფილ შინაგან ჯარს, დღვანდელ რუსულ გვარდიას შეუერთეს, მართალია "როსგვარდიის" ჩეჩნური ბატალიონები ჩეჩნეთშია დისლოცირებული, მაგრამ პუტინი მათ იყენებს "საზარბაზნე ხორცად", ასე იყო სირიაში, სადაც რამდენიმე ათეული ჩეჩენი ეროვნების კადიროველი მებრძოლი დაიღუპა სრულიად უწყინარ საბრძოლო შეტაკებებში. მიზეზი კი სამხედრო ანალიტიკოსების აზრით მათი ცუდი მომზადებაა. რამზან კადიროვი პუტინისადმი ქება-დიდებას არასდროს იშურებდა საჯაროდ "ინსტაგრამის" თავის გვერდზე, მაგრამ როცა როგორც იტყვიან "დაუკრფავში" გადავიდა პუტინის უცხოელი მაღალჩინოსანი ოპონენტების წინააღმდეს, მას 2017 წელს "ინსტაგრამი" დაუბლოკეს და რამზანმაც "ტვიტერზე" გადაინაცვლა, სადაც ეს საგზაო ავტოინსპექტორიდან "როსგვარდიის" გენერალ-ლეიტენანტის წოდებამდე აღზევებული ბრიყვი იმდენ სისულელეს საუბრობს მას უკვე ღიად დასცინიან. კადიროვი ღიად უჭრდა და უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე პირველივე დღიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, გენერალ-ლეიტენანტის წოდებაც ახლახან მიიღო, მართალია "ახმატ სილას" მოღრიალე ბრბო ფორმებში აქტიურად სკანდირებდა რამზან კადიროვის ნათქვამზე რამდენიმე დღეში გავანადგურებთ "ბანდერელებსო", მაგრამ ფაქტი სახეზეა, რუსეთს სრულად ჯერ არცერთ დიდ უკრაინულ ქალაქზე კონტროლი არ აუღია. კადიროველების "ბრძოლას" რაც შეეხება ეს უკვე ნებისმიერ სოციალურ ქსელში მათი დაცინვის საგნადაა ქცეული, უმისამართო სროლები, დროშებიც აღმართვა დაცარიელებული სამხედრო ბაზის შენობაზე-ეს ბუნებრივია იწვევს მათ მიმართ აგდებულ და დამცინავ დამოკიდებულებას. ბუჩაში პირველი შესვლის მცდელობისას გეხსომებათ უკრაინელებმა არტილერიით და შემდეგ უკვე ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინით" რა დღეში ჩაადეს კადიროველების ტექნიკა და თავად კადიროველები. განადგურებული და დამწვარი ტექნიკის ირგვლივ უამრავი კადიროველის გვამი ეყარა. "BBC"-ის რუსული სამსახურის წარმომადგენელი ესაუბრა Би-би-си "Conflict Intelligence Team"-ის დამფუძნებელს რუსლან ლევიევს და აი რა უპასუხა მან "BBC"-ის კორესპონდენტს. გარდა ამისა მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისაუბრა რამზან კადიროვის ბრიყვულ გამოხდომებზე და კადიროველების "საჩვენებელ ბრძოლებზე".
617 7-ს მოსწონს |