სხვა უცნაური სურათი რუსეთში - საშინელი ხანძრის ფონზე ქალი გულგრილად საქანელათი ერთობა (ვიდეო) 2022, 27 აპრილი, 14:18 ქალს მშვიდად უზის ბავშვი კალთაში და ერთობა საქანელათი, იქვე გვერდზე მდებარე შენობა კი მძვინვარე ხანძრის შედეგად ნადგურდება. ეს ამბავი რუსეთის ქალაქ კოტლასში ხდება.ვიდეოში ჩანს სავარაუდოდ დედა-შვილი, რომლებიც სათამაშო მოედანზე საქანელაზე ირწევიან, როცა ამ დროს იქვე 50-70 მეტრში, მათ თვალწინ აბრიალებული ცეცხლი ანადგურებს შენობას, ხოლო ქალი ისე გულგრილად იქცევა, თითქოს არც არაფერი ხდება ირგვლივო. სხვა ადგილობრივები მაცხოვრებლებიც იქნენ შემჩნეულები, რომლებიც მშვიდად ადვენებდნენ თვალს მძვინვარე ჯოჯოხეთს პარკის სკამებიდან, როდესაც მათ გარშემო სახანძრო და სასწრაფო მანქანების სირენების ხმა ისმოდა. საქანელაზე მჯდომი ქალისა და ბავშვის თვალწინ, ცეცხლმოკიდებული შენობიდან მცირე მანძილზე ცნობისმოყვარე ხალხია შეკრებილია, რათა ნახონ, როგორ ანათებდა ცას ცეცხლის ენები. ბავშვიანი ქალი კი ვითომც აქ არც არაფერი ხდებაო, აგრძელებს საქანელაზე რწევას და მეტიც, საერთოდ საპირისპირო მიმართულებით იყურება. ორშაბათს არხანგელსკის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ორსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. „ხანძრის ფართობი 480 კვადრატული მეტრი იყო“, - აცხადებენ ოფიციალური პირები. „მსხვერპლი არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება“. ანალოგიური მოხდა 2019 წელს ისევ რუსეთში, კერძოდ ქალაქ ნოიაბრსკში, სადაც საცხოვრებელი სახლი, საშინელმა ხანძარმა სრულად გაანადგურა, ამ დროს კი მოზარდი ბიჭუნა საქანელაზე ერთობა. 73 4-ს მოსწონს
|