საბუნებისმეტყველო რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე, თუ მთვარე უეცრად გაქრება? 2022, 5 მაისი, 9:56 ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი მთვარე, რომელიც ღამით ვერცხლისფრად ანათებს, მხოლოდ დედამიწის ერთგული თანამგზავრი არ არის, რომელიც მზის გარშემო, მასთან ერთად, სინქრონულად ბრუნავს – ის ჩვენი პლანეტის სტაბილური მდგომარეობისთვის, მთელ რიგ ფუნქციებს ასრულებს. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მიზეზის გამო, მოულოდნელად, მთვარე გაქრა. მაგ., მას დიდი ზომის ასტეროიდი დაეჯახა და აფეთქდა, ან ორბიტიდან გადავარდა... რა ცვლილებები მოხდება ამ შემთხვევაში დედამიწაზე? აღნიშნულ კითხვაზე პასუხი NASA–ს კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა გასცეს. მაშ ასე, თუ მთვარე გაქრა: I. ასტეროიდებისგან მომდინარე საფრთხე გაძლიერდება მზის სისტემას ხშირად სტუმრობენ ასტეროიდები, რომლებიც კოსმოსის სიღრმიდან იჭრებიან. მთავარ დამცავ ფუნქციას საკუთარ თავზე გაზის გიგანტური პლანეტები – სატურნი და იუპიტერი იღებენ, რომლებსაც დიდი ასტეროიდების თავდასხმის მოგერიება შეუძლიათ. მაგრამ მთვარეც, ფარის ფუნქციას ასრულებს დედამიწისთვის – ის მეტეორიტებისა და ასტეროიდების დაბომბვის ტვირთს საკუთარ თავზე იღებს. მთვარის გარეშე, დედამიწის ზედაპირი სერიოზულად დაზიანდებოდა. II. ოკეანეების (ზღვების) მიქცევა და მოქცევა სრულად შეწყდება ზღვების და ოკეანეების მიქცევა და მოქცევა, მთვარის და მზის გრავიტაციის გავლენის შედეგია, რომელიც წყლის სტრუქტურას თავისკენ იზიდავს. მაგრამ, იმის გამო, რომ მთვარე უფრო ახლოსა, მისი დედამიწაზე ზემოქმედების ძალა, მზის ზემოქმედებაზე, 2, 17–ჯერ უფრო ძლიერია. თუ მთვარის მიერ გამოწვეული მიქცევა და მოქცევა სრულად შეწყდება, ეს დასასრული იქნება ზღვის ცხოვრების ყველა სახეობისთვის და მთელი წყალქვეშა სამყაროსთვის. III. დაიკარგება მთვარის მიზიდულობა და... მთვარის მიზიდულობის დაკარგვის შემდეგ, პლანეტის ბირთვში შეუქცევადი პროცესები დაიწყება, რომელიც ვულკანების გააქტიურების და ლითოსფეროს ფილების სწრაფი გადაადგილების მიზეზი გახდება, რაც თავის მხრივ, დედამიწის მთელ ზედაპირზე, ძლიერ მიწისძვრებს გამოიწვევს. IV. კლიმატის ცვლილება მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ამჟამინდელი დახრა არის, მილიარდობით წლის წინ მომხდარი, პლანეტის მძლავრი შეჯახების შედეგი, გარკვეულ კოსმოსურ სხეულთან, რა დროსაც, მთვარის ფორმირება მოხდა. მთვარის გარეშე, დედამიწის ღერძმა, შეიძლება, მნიშვნელოვნად გადაინაცვლოს, რაც პლანეტაზე კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს და ის საცხოვრებლად არახელსაყრელი გახდება. მთვარის გრავიტაციის გაქრობის შემდეგ, დედამიწა მზის ირგვლივ უფრო სწრაფად იმოძრავებს. შემცირდება სინათლის დღის ხანგრძლივობაც. გარდა ამისა, პლანეტა ქაოსურად იმოძრავებს და სეზონები, შემთხვევითობის პრინციპით შეიცვლება. ამიტომ, რთული სათქმელია, თუ როგორი იქნება სიცოცხლე ასეთ პირობებში. სავარაუდოდ, მცენარეები და ცხოველები და სიცოცხლის სხვა ფორმები დიდ ხანს ვერ გაძლებენ... მთვარის მოულოდნელად გაქრობასთან დაკავშირებით კი, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამის არ უნდა გვეშინოდეს! – მთვარე დედამიწის საიმედო მფარველია და ის კიდევ დიდ ხანს იარსებებს. სხვა სიახლეები:* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს* ისინი ძაღლებზე ჭკვიანები არიან... 10 საინტერესო ფაქტი ღორების შესახებ* სპირიტისტმა, ექსპერიმენტის ფარგლებში, თავი მოიკლა და...* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები* 20 ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში Google–ის ვერსიით* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული* არსებობს თუ არა, დედამიწის ორეული და პარალელური სამყაროები?708 5-ს მოსწონს
|