x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ისინი ძაღლებზე ჭკვიანები არიან - 10 საინტერესო ფაქტი ღორების შესახებ

image


1. ღორები — სუფთა ცხოველები არიან: ისინი ბიოლოგიურ მოთხოვნებს იმ ადგილზე არასდროს იკმაყოფილებენ, სადაც სძინავთ ან იკვებებიან.

2. ღორებს საოფლე ჯირკვლები არ გააჩნიათ და გაგრილების ერთადერთი საშუალება — გრილ წყალში ჩაწოლა არის... და რადგან მათთვის აუზებს არავინ აშენებს, ხშირ შემთხვევაში, გუბურებით კმაყოფილდებიან. ამას ისინი თავის გადარჩენის მიზნით აკეთებენ და არა იმიტომ, რომ ტალახში კოტრიალი უყვართ.

3. ღორის კუჭის წვენი, დიაბეტით დაავადებულთათვის საჭირო, ინსულინის დასამზადებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ღორის თირკმელს და გულს, ტრანსპლანტაციის დროს, დონორის ორგანოებად იყენებენ.

4. ქალის და ღორის რძეს ამინომჟავების მსგავსი შემადგენლობა აქვს. ხოლო, გოჭების ბევრი დაავადება, ჩვილების დაავადების მსგავსია.

5. არსებობს ვერსია, რომ მუსულმანები ღორის ხორცს იმიტომ არ ჭამენ, რომ ძველად, ბევრი ტომი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, ღორების გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე კი, რთული და მოუხერხებელი იყო.

6. ღორებს ზომიერი მადა აქვთ. დღის მანძილზე, მათ მიერ მიღებული საკვების რაოდენობა, ცხოველის მასის მხოლოდ 4% შეადგენს.

7. ძუძუმწოვრებს შორის, ინტელექტის მიხედვით, ღორი მხოლოდ ადამიანს, დელფინს და პრიმატებს ჩამორჩება. ასე, რომ, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, ღორები ძაღლებზე ჭკვიანებიც არიან.

8. ღორს შესანიშნავი ყნოსვა აქვს. ფრანგები მის ამ თვისებას ტრიუფელების (ლათ. Tuber – სოკოს სახეობა, რომელიც ბოლქვების სახით, მიწისქვეშ იზრდება) მოსაძებნად იყენებენ. ღორს მისი აღმოჩენა 10–16 სმ–ს სიღრმეზეც კი შეუძლია.

9. ღორების მოშენება და შენახვა ქალაქის პირობებშიც შესაძლებელია. ამისთვის სპეციალური ჯიში — მინი–პიგი გამოიყვანეს.

10. ამ ცხოველის მიერ, ყვირილის დროს, გამოცემულმა ხმამ, შეიძლება, 115 დეციბელს მიაღწიოს, რაც ზებგერითი თვითმფრინავის მიერ გამოცემულ ხმას, 3 დეციბელით აღემატება!


image

სხვა სიახლეები:


* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* 15 ფაქტი "სატახტოთა თამაშის" შესახებ, რომელიც სერიალს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის

* სპირიტისტმა, ექსპერიმენტის ფარგლებში, თავი მოიკლა და...

* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

* 20 ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში Google–ის ვერსიით

* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* არსებობს თუ არა, დედამიწის ორეული და პარალელური სამყაროები?

0
488
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0