x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვხედავ, როგორ უნდათ გენოფონდის განადგურება... საქართველო დამთავრდება 2022–ში" - ლალი მოროშკინა
image

ლალი მოროშკინა “ალტ–ინფოს” ეთერში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება სურთ გარკვეულ წრეებს, რადგან საქართველოში რომ არ არის ომი, მისი დამსახურებაა და აგრეთვე მიაჩნია, რომ რამენაირად სურთ არიონ სიტუაცია საქართველოში, რათა გენოფონდი გაანადგურონ:


''უკრაინის მთავრობას დაემართა ბიპოლარული აშლილობა… ამ დროს უნდა ჰყავდეთ ამოჩემებული პერსონა და ამოჩემებულ პერსონად მათ ჰყავთ საქართველო და ახლა პირადად შეეხნენ ბიძინა ივანიშვილს და გადასარევად იციან, ის რომ, დღეს რომ საქართველოში არ არის ომი, ეს არის ერთი პერსონის დამსახურება, ჩვენი მშვიდობის გარანტი დღეს საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი. ის რომ მათ გაბედეს ბიძინა ივანიშვილზე ხმის ამოღება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი ზღვარი წაიშალა.


ეს განცხადება გაკეთდა აღდგომის დღეებში… უნდათ ჩამოშორება ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან, აღარ უყურებენ იმას, რომ კელი დეგნანმა ხმამაღლა თქვა, რომ ნუ იხსენიებთ ივანიშვილს როგორც ოლიგარქს, მოიხსენიეთ როგორც ფილანტროპი, მაგრამ მათ აღარც კელი დგენანი აინტერესებთ და აღარც ამერიკა.



იმ დელეგაციიდან, რომელიც იყო წასული საქართველოდან, ვიღაცამ კარგად იცოდა ეს გეგმა, რომ პირდაპირ ისრები წავიდოდა ბიძინა ივანიშვილისკენ, ახლა სუს–ის მოვალეობაა, გამოარკვიოს, ვინ იყო იმ დელეგაციაში მოღალატე…


მივმართავ ხელისუფლებას – გამოირკვიეთ ვინ იყო მოღალატე იმ ჯგუფში, რომელიც წავიდა უკრაინაში. არ უნდა წასულიყო უკრაინაში, თავსლაფდასხმულები არიან დღეს. რომელი იყო მოღალატე, რომელმაც კარგად იცოდა, რა წუთში ეს ჯგუფი დაბრუნდებოდა საქართველოში, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე მიიტანდნენ თავის ისრებს, იმისთვის, რომ რამენაირად არიონ სიტუაცია საქართველოში. ვხედავ, როგორ უნდათ გენოფონდის განადგურება. თუ ახლა ჩვენ შვილებს მივაყენეთ ეს დარტყმა, დამთვარებულია და საქართველო დამთავრდება 2022–ში".


0
880
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0