პოლიტიკა პუტინის სავარაუდო საყვარელი ალინა კაბაევა უკრაინაში შეჭრას ფაშიზმთან გამარჯვებას ადარებს 2022, 26 აპრილი, 17:18 ![]() 38 წლის ალინა კაბაევა გამოვიდა რუსეთი დედაქალაქში, ВТБ Арена-ზე, რათა უხელმძღვანელოს ყოველწლიური"ალინას ფესტივალს.ყოფილი ტანმოვარჯიშე სიტყვით გამოვიდა პრესის წინ, რომელიც როგორც ჩანს, უკავშირდებოდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ფაშიზმზე მეორე მსოფლიო ომში და მან აგრეთვე პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებთან. როგორც ცნობილია, ყოფილი ტანმოვარჯიშე ძალზე იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, რომელიც ითვლება რუსეთის პრეზიდენტის საყვარლად, თუმცა თავად პუტინს არასდროს არ უღიარებია. იგი სცენაზე გამოჩნდა ასობით მცირეწლოვან ბავშვთან ერთად აშკარად პატრიოტულ ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდა სამხედრო გუნდი და სამარცხვინო რუსული სიმბოლო "Z", რომელიც გახდა უკრაინაში ომის სინონიმი. ![]() ![]() ფესტივალზე მისმა გამოჩენამ დაასრულა ჭორები, რომ იგი იმალებოდა შვეიცარიაში ან ციმბირის ბუნკერში. მკერდზე მიკრული პატრიოტული წმინდა გიორგის ლენტით, კაბაევა მგზნებარე სიტყვით გამოვიდა, როგორც ჩანს, მან მეორე მსოფლიო ომში ნაციზმთან გამარჯვება დაუკავშირა უკრაინაში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს. ”ეს არის თემა, როგორც ხედავთ ისტორია მხოლოდ წარსულში არ რჩება. ის კვლავ ჩვენთან არის, ” - თქვა მან, რითაც აშკარად პარალელი გაავლო მიმდინარე ომზე. ![]() ”ყველა ოჯახს აქვს ომის ისტორია და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და გადავცეთ იგი თაობიდან თაობას.” ![]() ![]() სხვადასხვა ასაკის ტანვარჯიშები შოუში ჩაცმულები იყვნენ სამხედრო ფორმებში, რა დროსაც სამხედრო გუნდთან ერთად, შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომერი რომელიც ასახავს საბჭოთა კავშირის გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში. ამავე ფესტივალზე ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ალინა კაბაევას გარეგნობაში აშკარა ცვლილებები შეამჩნიეს, კაბაევას სახეზე ეტყობა პლასტიკურმა ქირურგებმა იმუშავეს. ![]() 670 2-ს მოსწონს
|