x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"რა სჭირს სახეზე?" - პუტინის სავარაუდო საყვარლის ახალმა ფოტომ გაოცება გამოიწვია (ფოტო)
image

ტანმოვარჯიშე ფესტივალ "ალინას" რეპეტიციაზე 100 ათას რუბლიან სპორტულ ფეხსაცმელში დააფიქსირეს.


ამ დღეებში მოსკოვში "ვითიბი არენაზე" ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას სახელობის ფესტივალის რეპეტიციები მიმდინარეობს. ადგილზე თავად სპორტსმენიც იმყოფება და პროცესს აკვირდება.


ინტერნეტში გამოჩნდა მოსკოვში გადაღებული ალინა კაბაევას ახალი ფოტო. სურათი ქორეოგრაფმა ეკატერინა სიროტინამ გააზიარა. ფოტოზე ალინა კაბაევა პოზირებს მოკლე კარდიგანით, კლასიკური ზედა პერანგით და ნაცრისფერი ჯინსით.



ბომონდის "მემატიანეებმა" ასევე შემაჩნიეს, რომ ფეხზე ჩვეულებრივი ქუსლიანი ფეხსაცლის ნაცვლად, ყოფილ ტანმოვარჯიშეს ძვირადღირებული Brunello Cucinelli სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, რომლის ღირებულებაა 93, 950 რუბლია.(დაახლოებით 1200 აშშ $) ასევე, ის ჯინსი, რომელიც ალინამ აირჩია რეპეტიციაზე წასასვლელად, შეიძლება 100 ათას რუბლზე მეტი ღირდეს.(13 000 აშშ$)


ისიც გაითვალისწინეთ, რომ 38 წლის სპორტსმენი უპირატესობას ანიჭებს ელეგანტურ ტანსაცმლის ბრენდებს. მაგალითად, Valentino-ს, Alessandra Rich-ის კაბებს და Proenza Schouler-ის კოსტუმებს. მას ასევე უყვარს Chanelის ვინტაჟური ხელჩანთები.


მაგრამ მთავარი სულ სხვა რამ არის, " НеМалахов”-ის Telegram-ის არხმა და ინტერნეტმომხმარებლებმა ალინა კაბაევას გარეგნობაში აშკარა ცვლილებები შეამჩნიეს.


"რა სჭირს სახეზე ალინა კაბაევას???"-კითხვას სვამენ ჟურნალისტები.

image

კაბაევას სახეზე აშკარად ექიმებმა იმუშავეს, თუმცა რამდენად ეფექტურია, განსჯა თქვენთვის მოგვინდია.


ალინა კაბაევა სახალხოდ გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა, გადაცემა "Вечерний Ургант"-ში, თუმცა იქ რაიმე პლასტიკური ოპერაციის ნიშნების არაფერი ეტყობოდა.

image

image

მარტის შუა რიცხვებში, შვეიცარიაში, სადაც ბოლო წლებია პუტინის ფავორიტი ცხოვრობს შედგა პეტიცია, რათა ალინა კაბაევა ქვეყნიდან გაეძვებინათ.



"ძვირფასო შვეიცარიის კონფედერაციავ, რატომ აძლევთ უფლებას პუტინის რეჟიმის წევრებს დარჩნენ ქვეყანაში? გთხოვთ, დაუკავშიროთ ალინა ევა ბრაუნ კაბაევა მის ფიურერს, ვლადიმერ პუტინს“, - ნათქვამი იყო პეტიციაში.

0
599
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0