x
image
Teklamaisuraze
გაიგეთ მორალურად რა სიმაღლეზე დგახართ - მორალური განვითარების 6 საფეხური

მორალური განვითარება სტადიურ ხასიათს ატარებს. ამ სტადიების გავლა დამოკიდებულია ბავშვობიდან ინტელექტის დონეზე, საზოგადოებასა და კულტურაზე, ოჯახში აღზრდის მეთოდეზე.


image


სოციალური გარემო აგებულია გარკვეული წესებისაგან. შემდეგ დამიანი ამ წესებს გარდაქმნის შინაგან პრინციპებად.


მორალის სფეროს ცნობილი მკვლევარის ლორენს კოლბერგის თანახმად არსებობს მორალური განვითარების სამი დონე და 6 საფეხური.



საფეხურები ყალიბდება გარკვეული თანმიმდვრობით. რა თქმა უნდა ასაკთან ერთად. ბავშვობიდან იწყება და შენდეგ ასაკში ხდება უფროდაუფრო დამოუკიდებელი. იმისთვის რომ სრულ საფეხურს მიაღწიოს ცხოვრებაში ბევრი დილემის გადალახვა მოუწევს.


1- 2 საფეხური გვხვდება ბავშვებთან, რომლებსაც არ გაეგებათ “კარგის" და “ცუდის" ცნებები. ბავშვი ემორჩილება წესებს, რომ არ დაისაჯოს უფროსების მიერ ( პირველი საფეხური ) ან ემორჩილება წესებს მხოლოდ მაშინ თუ საპასუხოდ მისი მოთხოვნილებებიც კმაყოფილდება. ეს წესი აღიქმება როგორც გარიგება. გამიკეთე - გაგიკეთებ ( მეორე საფეხური )


image


3 საფეხურზე მყოფი ადამიანი მკაფიოდ აცნობიერებს გარშემომყოფთა გრძნობებს და ცდილობს მოიქცეს ისე, რომ დაიმსახუროს მათი მოწონება ადამიანის ძირითადი საზრუნავი ამ საფეხურზე გარშემომყოფთათვის ფეხის აწყობა, მათი მოლოდინების გამართლებაა, რათა სხვებისა და საკუთარ თვალში კარგი გამოჩნდეს. ამ საფეხურს კარგი ბიჭის/გოგოს მორალს უწოდებენ.


image


4 საფეხურზე ადამიანი აცნობიერებს საზოგადოების ინტერესს. სწორედ ამ სტადიაზე ყალიბდება ზნეობრივი ცნობიერება. ადამიანი ცდილობს იხელმძღვანელოს ზნეობრივი თავისი ზნეობრივი პრინციპებით და არა იმით, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე. იგი მიიჩნევს რომ თავისი პრინციპების ერთგულია და ეს კარგია, საკუთარ ქცევას ის სოციუმში კეთილდღეობას უფარდებს .


image


5 საფეხურზე სხვადასხვა ზნეობრივ შეხედულებებს შორის წინააღმდეგობას აცნობიერებს, ერთის მხრივ ხვდება, რომ წესების უმრავლესობა ფარდობითია სიტუაციებთან მიმართებაში. ხოლო მეორე მხრივ იმას, რომ არსებობს ეჭვშეუვალი წესები. (სიცოცხლის დაცვა, თავისუფლების მხღდაჭერა) პიროვნებას უყალიბდება საკუთარი შეხედულებები თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. იგი აკეთებს იმას რაც სწორია, რადგან ფიქრობს ამას მორალის ზოგადი პრინცილები ავალდებულებს .


image


6 საფეხურზე რა არის მორალურად სწორი განისაზღვრება არა კანონით და წესებით, არამედ სინდისით. ადამიანს უყალიბდება საკუთარი ეთიკური გრძნობა, უნივერსალური და თანმიმდევრული ზნეობრივი პრინციპები. ასეთი ადამიანები მოკლებულნი არიან ეგოცენტრიზმს. და საკუთარ თავს იგივე პრინციპებს უყენებენ, როგორსაც სხვებს. ისინი თავიანთ არჩეულ მორალურ პრინცჯპებს მისდევენ.


image


უნდა ითქვას, რომ მორალური განვითარებაში წამყვანია საზოგადოების ღირებულებათა გათავისება.





თუ თქვენს პარტნიორთან თავს დაჩაგრულად გრძნობთ გამოიყენეთ ეს 4 მეთოდი - როგორ გავხადოთ სტაბილური ჩვენი ურთიერთობა


image

ფილიპ ზიმბარდოს “სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი ", როგორც ფსიქოლოგიური კვლევა

image

თუ ეს 4 ქცევა შეამჩნიეთ, ესეიგი ვიღაც თქვენს მოხიბვლას ცდილობს

image

0
371
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0