x
image
Teklamaisuraze
როგორია თქვენი თვითშეფასება ამ 4 კრიტერიუმიდან


თვითშეფასება “მე" კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტია . ეს არის საკუთარი თავისადმი დადებითი ან უარყოფითი განწყობის ხარისხი. რაზედაც ზემოქმედებს საზოგადოება, ვაკვირდებით მათ შეხედულებებს.


image


თვითშეფასების დონე, რომელიც გაგვაჩნია, არა ყველა ჩვენი თვისების შეფასებას, არამედ ჩვენთვის ღირებული თვისებების შეფასებებს ემყარება. ადამიანი მიდრეკილია თავისი ის თვისებები დააფასოს, რითაც იგი სხვებს აღემატება. და გააუფასუროს ის თვისებები, რითაც დიდად თავს ვერ მოიწონებს.

ვირტუალურად ყველა ადამიანს შეუძლია მხოლოდ კარგი იფიქროს თავის თავზე, თუკი მისთვის ხელსაყრელ შეფასების კეიტერიუმს გამონახავს.



image


სელექციურობის 4 სახე გვაძლევს საშუალებას შევარჩიოთ, თუ რის მიხედვით შევაფასოთ საკუთარი თავი:

1. შევხედოთ ჩვენ ქცევას დადებითი კუთხით. ადამიანი, რომელიც არ მოგვწონს ძუნწია. მაგრამ საკუთარი იგივე თვისება გონიერება და წინდახედულობაა.

2. შეფასების სტანდარტების შერჩევა: ადამიანთა უმრავლესობა შესრულების სტანდარტად იყენებს ისეთს, რაც მისთვის ხელსაყრელია. მაგ. პროფესორი თავის სპორტულ უნარებს არა თავის სტუდენტების, არამედ კოლეგა-პროფესორების სპორტულ უნარებს შეადარებს.

3. ადამიანი ცდილობს დაუკავშირდეს ისეთ ადამიანებს, ვისაც იგი მოსწონს. მეგობრობა ან ურთიერთმოწონების სიხარული.

4. ჩვენთვის სასურველი გარემოს შერჩევა. ადამიანი მიიწევს იქ სადაც ღებულობენ, აფასებენ. ზუსტად ასევე ირჩევს ადამიანი პროფესიას. ირჩევს საქმიანობას, რისი ნიჭიც აქვს და არა იმას რომელიც იმ უნარებს მოითხოვს, რომელიც მას აკლია.

image

ზოგჯერ ადამიანს შეზღუდული აქვს თავისი გარემოს და მასში მყოფი ადამიანების არჩევანი. თავდაპირველად სელექციურობა შეზღუდულია მშობლებით: ბავშვობაში მთავარ ინფორმაციას ჩვენი მე-ს შესახებ მშობლებისგან ვიღებთ. მშობლის მზრუნველობა ბავშისთვის პოზიტიური განცდის წყაროა. ხოლო მშობლისგან უგულებელყოფილ ბავშვს მეს პოზიტიური განცდა ვერ უყალიბდება.

image

თვითშეფასების რაობა დიდ გავლენას ახდენს ქცევაზე. მაღალი თვითშეფასების ბავშვები ქცევის უფრო მაღალ სტანდატრებს ისახავენ და უკეთ სწავლობენ სკოლაში.

ისინი უფრო დარწმუნებულები არიან საკუთარ შესაძლებლობებში. მეტად ახდენენ სხვებზე შთაბეჭდილებას და ნაკლებად განიცდიან სხვის გავლენას.

როგორ ყალიბდება მე-ს განცდა, როგორ მოქმედებს მშობლის შეფასება შვილებზე

image

გაიგეთ მორალურად რა სიმაღლეზე დგახართ - მორალური განვითარების 6 საფეხური

image

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0