x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ფილიპ ზიმბარდოს ,,სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი " , როგორც ფსიქოლოგიური კვლევა

ნებისმიერი თეორიული ვარაუდის საუკეთესო საშუალებაა ექსპერიმენტი. იმიტომ რომ ექსპერიმენტი მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების შესწავლის საშუალებებს იძლევა.

image

ადამიანის ფსიქიკურ პროცესებზე და მის ღია ქცევაზე ზემოქმედების მიზნით ზოგიერთი ფაქტორით მანიპულირება, ხოლო ზოგიერთის გაკონტროლება - ექსპერიმენტული გამოკვლევის პროცედურის ჩატარებას ნიშნავს. საველე ექსპერიმენტი ლაბორატორიული ლაბორატორიული კვლევის მეთოდთან შედარებით იმით არის ღირებული, რომ მასში მოვლენათა შორის არსებული ურთიერთკავშირების კვლევა რეალურ ცხოვრებაში ტარდება. თუმცა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კონტროლი ძნელია, ვიდრე ლაბორატორიულ ექსპერიმენტში.

ექსპერიმენტალური კვლევის ზნეობრივი მხარე. მეტი რეალისტურობისათვის ხშირად ცდისპირის მოტყუებაა საჭირო, ეს კი მკვლევარსხარაერთ ზნეობრივ პრობლემას უქმნის: 1. მოტყუება რაც საზოგადოდ ზნეუბრივად მიუღებელია. 2. ტყუილის მეშვეობით მანიპულირება სხვის პირად ცხოვრებაში დაუკითხავად შეჭრას ნიშნავს. 3. ტყუილს ისეთი შედეგები მოჰყვება რაც ცდისპირს ტკივილს აყენებს, იწვევს მის შეშფოთებას, შიშს და რისხვას განაცდევინებს. ამასთანავე მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კვლევის ზნეობრივი მხარე ნაკლებ ეჭვს იმ შემთხვევაში აღძრავს თუ კვლევას მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ღირებულება ექნება.

image

დეინდიდუალიზაცია

ეს არის თეორია, რომელიც პირად პასუხისმგებლობაზე უარის თქმის ფენომენის ახსნას გვთავაზობს.

დეინდივიდუალიზაცია მეტნაკლები ანონიმურობის მდგომარეობაა, როდესაც ჯგუფის წევრს ეუფლება განცდა, რომ იგი ამოუცნობია. დეინდივიდუალიზებული ადამიანი ასრულებს ქცევის აქტებს, რომლებსაც არ შეასდულებდა მისი ვინაობა გამოკვეთილი რომ ყოფილიყო.როგორც ჯგუფის წევრი არ აგებს პასუხს თავის ქცევაზე, რადგან იმ ვითარებაში მისი ამოცნობა შეუძლებელია. მაგ. ჯგუფურ არეულობებს, ვანდალურ აქტებს და ა.შ.

ზიმბარდოს “ ციხის გამოკვლევა "

ზიმბარდოს “ციხის გამოკვლევა " ერთერთი შთამბეჭდავი და დრამატული ნიმუშია. ციხეების გადაუარელ პრობლემაში ადანაშაულებენ მის “ცუდ ადმინისტრაციას" და “ბოროტ პატიმრებს" .ფილიპ ზიმბარდო კი მიიჩნევს, რომ ციხეში არსებული მძიმე სიტუაცია არა პათოლოგიური პიროვნებების, არამედ პათოლოგიური სიტუაციის შედეგია.

ზიმბარდო ხაზს უსვამს, რომ როგორც ციხის ბინადარნი, ისევე მისი ზედამხედველები კარგავენ ციხეში თავის პიროვნულ იდენტობას.

image

პაფიმრებს მკაცრი პირობები აქვთ, ატარებენ უნიფორმას, მიწერილი აქვთ ნომრები, მათი პირადი ნივთები ძალზე მწირია, მათი თავისუფლება უკიდურესად შეზღუდულია, ძილის, კვების ვარჯიშებს უდგენენ სხვები. ასევე ციხის მკაცრ რეჟინებს ემორჩილებიან ციხის ზედამხედველები . მათი ქცევაც შეზღუდულია, მკაცრად გაწერილი შიდა განაწესი აქვთ. პატიმრებისადმი უნდობლობა ართმევს მათ უნარს მოეპყრან პატიმრებს ადამიანურად.

თითოეული ეს ჯგუფი პატიმრები და ციხის თანამშრომლები კონფორმულია თავისი როლის.

ისინი ორივე ერთმანეთს მტრად განიხილავს.

ზიმბარდომ ჩაატარა შემდეგი სახის ექსოერიმენტი. კოლეჯის სტუდენტები გადანაწილდნენ “ზედამხედველებად" და “პატიმრებად" . პატიმრები აიყვანეს მათსავე საზლებში, აუღეს თითის ანაბეჭდები და დააკავეს განყოფილებებში. ჩააცვეს უნიფორმა, სტენფორდის უნივესირეტის სარდაფში. ზედამხედველებსაც დაურიგდათ ხელჯეტები, მუქი სათვალეები და უთხრეს რომ მათი ზედამხედველობა მნიშვნელოვანი საქმეა.

თითქმის მაშინვე ზედამხედველებმა პატიმრების შევიწროვება დაიწყეს. თავდაპირველად გამოიყენებოდა მაუბუქი სასჯელები. ღამე აღვიძებდნენ, აიძულებდნენ თავისი ნომერი დაესახელებინა . შემდეგ უკვე აიძულებდნენ გაეკეთებინათ აჭიმვები, სიტყვიერად შეურაწყოფდნენ არ უშვებდნენ ტუალეტში. თავდაპირველად პატიმრებმა აჯანყება მოუწყვეს, რომელიც დაცვამ ჩაახშო. ცოტახანში პატიმრებმა გამოავლინეს ფსიქოლოგიური ჩივილები, ტკივილი მუცლის არეში, ყვირილი, ტირილი.

სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ 2 კვირიანი ექსპერიმენტი 6 დღეში შეწყვიტეს.

ამასობაში ზიმბარდომ ნათლად დაინახა, რომ ორივე ჯგუფი მთლიანად გაიგივდა როლში. მონაწილე პირთა კომენტარებმა კიდევ უფრო განუმტკიცა ზიმბარდოს რწმენა, რომ ორივე ჯგუფმა ნამდვილად დაკარგა საკუთარი იდენტობა .

პატიმრებმა სრულიად დაკარგეს დამოუკიდებლობა და ჰქონდათ განცდა, რომ ზედამხედველები ერთგვარი მასაა რომლებიც ძალაუფლებას და ჩაგვრას განასახიერებდნენ. ზედამხედველები ასევე ადასტურებენ, რომ თავს აიგივებდნენ ნამდვილად საზედამხედველო სამსახურთან და ცდილობდნენ პატიმრების ქცევის გაკონტროლებაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ჯგუფი საშიში და უღირსია.

image

ეს ექსპერიმენტი სოციალური ფსიქოლოგიის პარადიგმალურ ანუ ფუძემდებლურ ექსპერიმენტებს განეკუთვნება.

კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარებისას ამჟამად მიუღებელია :

1. პროცედურები, რომლემაც ძლიერი ტკივილი ან ფსიქიური ტრამვა შეიძლება გამოიწვიოს.

2. ექსპერიმენტატორმა მოტყუების ხერხს მხოლოდ მაშინ უნდა მიმართოს, თუ სხვა საშუალებები არ არსებობს.

3. გამოკვლევის დამთავრების შემდეგ კი ექსოედიმენტატორი ვალდებულია ცდისპირს ნამდვილი მიზანი და დანიშნუკება ნათლად აუხსნას . და მოტუების ხერხის აუცილებლობა დაუსაბუთოს.

image

4. მკვლევარმა მის თანაშემწეს ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი უნდა გააცნოს და მასში მონაწიკეობაზე თანხმობა მიიღოს .

5. ყოველი ცდისპირის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფედენციალური უნდა იყოს.

თუ ეს 4 ქცევა შეამჩნიეთ, ესეიგი ვიღაც თქვენს მოხიბვლას ცდილობს

image

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0