x
image
თამილა გურაშვილი
კადიროვი: "ავრცელებენ ჭორებს თითქოს ზელენსკის მოკვლა გვინდა..."

image
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სასაცილოა ჭორები იმის შესახებ, თითქოს ზელენსკის მოკვლა სურს. მისი თქმით, ვლადიმერ ზელენსკის შეუძლია გაქცევა.


”ახლა ვკითხულობ ისეთ სისულელეებს, თითქოს მე ავიღე ვალდებულება ზელენსკის მოკვლის შესახებ. ისინი წერენ, რომ მოკვლა გვინდა მე ან ჩემ დაჯგუფებას. ზელენსკი, გაიქეცი, გაიქეცი. გაფუჭებული საქმეების გამო ასე იქცევიან... შენ ნდობა ვერ გაამართლე და შენი დასასრულის დრო მოვიდა. შენ მალე შენივე ხალხი მოგწამლავს.. შენ ჩვენ ხელს არ გვიშლიან, შენ მხოლოდ მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კარგი მოთამაშე ხარ... მიდი, გაიქეცი სადამდეც თვალი გაგიჭრის.“- ამბობს კადიროვია აუდიოჩანაწერში, რომელიც "ტელეგრამის" არხზე გამოაქვეყნა.


მან დაამატა, რომ მიჩვეულია მსგავს ჭორებს და ყურადღებას აღარ აქცევს.

1
252
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
252
  
2022, 6 მაისი, 20:32
ეს თხაწვერა კარგი მასხარა გამოვიდოდა. :)))
0 1 1