x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
10 საინტერესო ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ

image


1. ტუტანხამონს არამიწიერი წარმოშობის ხმალი ჰქონდა
1925 წელს გახსნილ, ფარაონის სამარხში უამრავი ნივთი აღმოაჩინეს, მაგრამ მათ შორის, ერთი ხმალი, განსაკუთრებული იყო. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ის მეტეორიტული ლითონით იყო დამზადებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსგავსი ნედლეული დედამიწაზე არ მოიპოვებოდა. რენტგენის ფლუორესცენტული სპექტრომეტრიული ანალიზით დადგინდა, რომ ის ერთდროულად რკინას, ნიკელს და კობალტს შეიცავდა, რაც მის არამიწიერ წარმომავლობაზე მეტყველებდა.


image2. პირამიდები ბევრად უფრო ძველია, ვიდრე მეცნიერები თვლიან

სფინქსის და პირამიდების შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა წვიმის ეროზიის კვალი აღმოაჩინეს, რაც იმის მტკიცების საფუძველს იძლევა, რომ ეს ნაგებობები უფრო ძველი წარმომავლობის არის, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. საქმე იმაშია, რომ ეგვიპტის კლიმატი, ისეთი როგორიც ის ამჟამად არის, უკანასკნელი 10 ათასი წლის მანძილზე, თითქმის არ შეცვლილა და წვიმა ამ რეგიონში არც ისე ხშირად მოდის, რომ რაიმე სახის ეროზია გამოიწვიოს. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-12 ათასი წლის წინ, პლანეტაზე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა და პირამიდები სწორედ მათ ააგეს და არა იმ ეგვიპტელების წინაპრებმა, რომლებიც დღეს იქ ცხოვრობენ.


3. 4000 წლის წინ ძველი ეგვიპტის მასწავლებლები შეცდომებს წითელი მელნით ასწორებდნენ
ვინ იფიქრებდა, რომ ეს ასეთი ძველი ტრადიციაა?


4. ნეფერტიტის ბიუსტს მარცხენა თვალი არა აქვსimage


დიახ, არა აქვს და როგორც ჩანს, არც არასდროს ჰქონია. რატომ მოხდა ასე? — უცნობია. შესაძლოა, ამის მიზეზი ცრურწმენაც ყოფილიყო: ბიუსტი ნეფერტიტის სიცოცხლეშივე შეიქმნა, იმ დროს კი, ეს ცუდი ნიშანი — გარდაუვალი სიკვდილის საწინდარი იყო. შესაძლებელია მიზეზიც სწორედ ეს იყო, — უბედურების თავიდან ასაცილებლად, სკულპტორმა ქანდაკება არ დაასრულა. ხოლო, შემდეგ, ალბათ, ვეღარ მოახერხა.


image5. კატის უძველესი სახელი

კატის უძველესი სახელი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია — ნეჯემია, რაც ძველი ეგვიპტურიდან, როგორც «ტკბილი, სასიამოვნო» ითარგმნება. ნეჯემი
თუტმოს III მენჰეფერას კატა იყო, რომელიც ეგვიპტეს 3400 წლის წინ მართავდა.


6. ძველი ეგვიპტეში მეფეებს და დედოფლებს ყოველთვის წვერით გამოსახავდნენ

სურათებზე და ქანდაკებებზე ეგვიპტის ყველა მმართველს, კაცი იყო, თუ ქალი, ყველას საცერემონიო წვერი ჰქონდა, რაც მათ ღვთაებრივ წარმომავლობაზე მიუთითებდა.


7. პეპი II ქვეყანას 94 წელი მართავდაimage


ის ხელისუფლებაში რეკორდულად დიდ ხანს იყო. შემორჩენილი მტკიცებულებების მიხედვით, ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და გარდაცვალებამდე მეფობდა. პეპი II, საკუთარ იუბილეზე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.


8. ძველ ეგვიპტეში ფარაონები არ არსებობდნენ
პირველად სიტყვა «ფარაონი» ბიბლიაში გამოჩნდა, თან «მმართველს» კი არა, «სასახლის» მნიშვნელობით. თავად ეგვიპტელები თავიანთ მმართველებს «მეფეებს» ან «ორი ქვეყნის მბრძანებლებს» (იგულისხმება ზემო და ქვემო ეგვიპტე) უწოდებდნენ.


image9. კლეოპატრას და მარკუს ანტონიუსის სამარხები დღემდე აღმოჩენილი არ არის
ცნობილია, რომ მათი საფლავი, სადღაც, ალექსანდრიის მახლობლად არის. მაგრამ, არქეოლოგებმა მისი პოვნა, ჯერ–ჯერობით, ვერ შეძლეს.


10. კატების მუმიები ძველ ეგვიპტეში
ძველ ეგვიპტეში კატებს ამრავლებდნენ, მაგრამ არა იმიტომ რომ, შინაური ცხოველების სახით შეენახათ და მათზე ეზრუნათ... მათ კატები რიტუალური მუმიფიკაციის და ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვისთვის სჭირდებოდათ. კატის მუმიებს, სამარხებშიც ათავსებდნენ იმისათვის, რომ ეს წმინდა ცხოველები მიცვალებულებს საიქიოში დახმარებოდნენ.


image

სხვა სიახლეები:


* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე, თუ მთვარე უეცრად გაქრება?

* გოგონამ უსახლკარო კნუტი შეიფარა, მაგრამ ის კატის არ აღმოჩნდა...

* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* არსებობს თუ არა, დედამიწის ორეული და პარალელური სამყაროები?

0
611
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
611
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0