საზოგადოება "ნუთუ ამაზე უკეთესი შემსრულებელი არ იყო ამ ღვთაებრივი გალობის?" - ია ფარულავა 2022, 24 აპრილი, 16:04 მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა საგალობელ "კირიე ელეისონ"- ის შემსრულებელს შესრულების მანერას უწუნებს და საზოგადოებას ერთი რიტორიკული შეკითხვით მიმართავს:"უკაცრავად გოგონი ქირიე ელეისონ თუ კირიე ელეისონ? ნუთუ ამაზე უკეთესი შემსრულებელი არ იყო ამ ღვთაებრივი გალობის? (შენიშვნა ნიჭიერის ყოფილი ჟიურისგან ) ვიღაცამ უნდა დაწეროს სიმართლე. ჩვენი ყური რომ შეეჩვია მარიამ როინიშვილს ხმას ასეთ დიდ დღესასწაულზე სულ ცოტა მისი დონის თუ არა უკეთესი მომღერალი უნდა მოიწვიო " - წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.ტელეწამყვანის აღნიშნულ სტატუსს "ფეისბუქის" არაერთი მომხმარებელი გამოეხმურა, რომელთა უმრავლესობამაც "ფარული კონვერტის" სკანდალური წამყვანი ჩვეული პირდაპირობისთვის შეაქო.821 შეფასება არ არის |