კულტურა როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს - მერი ,შოტლანდიის დედოფალი 2022, 24 აპრილი, 15:47 ყოველთვის მაოცებდა ეს შთამბეჭდავი სიკვდილის ნიღაბი, რომელიც, როგორც ამბობენ, შოტლანდიის დედოფალ მერის სახიდან იქნა აღებული მისი სიკვდილით დასჯისთანავე, 1587 წელს. ნიღბის შესახებ, რომელსაც ლენოქსლავის ნიღაბი ეწოდება მცირე დეტალები საკამატოა. ის გადაეცემა თაობებს. ცოტა დაუზუსტებელია არის თუ არა ეს მართლაც მერი. მერის სხვა პორტრეტები გარეგნულად საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებიან, თუმცა მათ აქვთ იგივე ლამაზი ცხვირი, ფართო წარბები და დახვეწილი ზედა ტუჩი. თუმცა, სახის ფორმა ბევრად განსხვავებულად არის დახატული, ვიდრე აქ არის გამოსახული. ამბობდნენ, რომ მერი ძალიან ლამაზი იყო. მისი სიკვდილის ნიღბები ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მისი იმ დროს შექმნილი პორტრეტები. სურათზე გამოსახული მერი დაახლოებით ორმოც წელს გადაცილებულია, დაახლოებით 44 წლის, რა ასაკშიც ის სიკვდილით დასაჯეს. კიდევ ერთი საეჭვო მიზეზი ნიღბის ავთენტურობისა, არის მისი სიმშვიდე და ახალგაზრდული იერი - 40 წელს გადაცილებული ქალის სახეზე ერთ ნაოჭსაც ვერ ვხვდებით. ასევე ამბობდნენ, რომ სიკვდილით დასჯის დროს მას თეთრი, გაჭაღარავებული თმა ჰქონდა, პატიმრობის სტრესის გამო, რაც სავარავუდოდ, მის კანსაც დააჭკნობდა. სურათზე ვხვდებით მერის თავისი ბუნებრივი წითელი თმით, რათა უფრო ზუსტად დავინახოთ, როგორ გამოიყურებოდა იგი თავისი ცხოვრების უმეტეს პერიოდში. პ.ს. 77 1-ს მოსწონს
|