x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სასწაული თუ გინდა... დღეს კვერცხებს ვღებავდით...“ - რა შეემთხვა თამარ ივერს?
image

თამარ ივერს და მის მეღლეს რაულ ცხადაძეს სააღდგომო კვერცხების შეღებვისას მცირე ინციდენტი შეემთხვა. ამის შესახებ მომღერალმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.


„სასწაული თუ გინდა… დღეს კვერცხებს ვღებავდით, რაულის მისი აიფონი (კერძოდ, 12 პრო მოდელის) ედო გამწოვზე ტაიმერისთვის. უცებ ალბათ გამწოვის ძიგძიგის გამო, უცებ ეს აიფონი ჩავარდა აქაფქაფებულ მდუღარე ენდროში. დაბნეულმა რაულიმ, რეფლექსის მომენტია, მოულოდნელად უცებ ხელით მოინდომა ამოღება და დაეწვა ხელი. სანამ უცებ ქაფქირი იპოვა კარგი 30 წამი გავიდა.ვიფიქრე 100% ით “მოხარშული და გადამწვარი” იქნება მეთქი.კამერის ობიექტივები მით უმეტეს.ამოიღო და გავგიჟდი… ჩართული იყო და მუშაობდა ვითომც არაფერი მომხდარა, ანუ სადღაც 30 წამი ტელეფონი აქაფქაფებულ მდუღარე ენდროში იყო და მაინც ჩართული დარჩა და მუშაობდა უნაკლოდ. ერთადერთი… დასატენად რომ შეაერთა მაშინ დაეწერა….”დასატენში წყალი შევიდა, გააშრეთ და მერე შეაერთეთო” გააშრო ფენით და პრობლემაც მოიხსნა. მართლა რომ არ ველოდით, უკვე “გამოტირებული” კი ჰქონდა“, – წერს თამარ ივერი.


image


თამარ ივერის ამ პოსტმა საკმაოდ გაამხიარულა სოციალური ქსელი მომხმარებლები:


"ფაქტიურად მკვდრეთით აღსდგა რაული"


"უნდა ვიწამო სხვა გზა არაა''


"გავაზიარო სასწაული რომ მეწვიოს?"


"მოვკვდი დღეს მთელი დღე რაულზე დარდით"

'დადოს რაულიმ ქვაბში რა გადაიღო აიფონმა და დავიჯერებ''


"გადაუგზავნე ეს 10 მეგობარს და მოულოდნელი სიხარული გეწვევა"-წერენ ირონიულად კომენტარებში

0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0