იარაღი და ტექნიკა აი მესმის "ტროფეი", უკრაინელებმა რუსული დრონი "Орлан-10", რომლის ღირებულება 7 მილიონ რუბლს აღემატება ხელში ჩაიგდეს 2022, 22 აპრილი, 17:25 ![]() აღნიშნული დრონი მუშაობს შიგაწვის ძრავის მეშვეობით და შესაბამისად უცხოური ანალოგებისაგან განსხვავებით საკმაოდ ხმაურიანიცაა ფრენის დროს, მოდერნიზებული ამ კლასის დრონები აღჭურვილია 12 მაღალი გარჩევადობის კამერით. თავად დრონის გაშვება ანუ აფრენა ხდება კატაპულტის დახმარებით, ბაზაზე დაბრუნებისას კი მას ეხსნება სამუხრუჭე პარაშუტი და მისი დახმარებით ეშვება დაზიანებების გარეშე. მისი მართვის ცენტრიდან შესაძლებელია ერთბაშად ამ კლასის 4 დრონის მართვა ერთად, მისი ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა დაჯდომის გარეშე 16 საათამდეა, მართვად რეჟიმში ფრენის სიშორე 150 კილომეტრამდეა, დამოუკიდებენ ანუ ავტონომიურ რეჟიმში ფრენისას კი მისი ფრენის რადიუსი განისაზღვრება 600 კილომეტრამდე. მისი შიგაწვის ძრავა გამოიყენებს 95 ოქტანობის მქონე ბენზინს. ფრენის სიჩქარე კი 90-150 კმ/სთ გახლავთ ამინდის და რელიეფის მიხედვით. მიუხედავად ამისა უკრაინელმა მედესანტეებმა მას მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ერთი ფრთა დაუზიანეს, დრონში ჩაირთო თვითგადარჩენის პროგრამა, მან გაშალა სამუხრუჭე პარაშუტი, რომლითაც გაიხლართა უმოქმედო სადენებში, საიდანაც უკრაინელებმა ჩამოხსნეს და თან წაიღეს. არა მგონია უკრაინელებს ამ დრონის ფრთის აღდგენა გაუჭირდეთ და იმედია რუსების წინააღმდეგ გამოიყენებენ, მართვის ბლოკის შეცვლის შემდეგ. 327 6-ს მოსწონს |