x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კიევის მადონა" - როგორ იქცა ფოტო კიევის მეტროდან ჯერ ნახატად და მერე ხატად
image

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელდა მეძუძური დედის ფოტო, რომელიც კიევის მეტროს პლატფორმაზეა გადაღებული.



ფოტო გახდა არა მხოლოდ ვირუსული, არამედ მის მოტივებზე შეიქმნა ნახატი, შემდეგ კი ხატი, რომელიც ამჟამად ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარშია განთავსებული.



ბავშვიანი ქალი მეტროში კიეველი ტატიანა ბლიზნიაკი არის, ქალიშვილ მარიჩკასთან ერთად, რომელიც ფოტოს გადაღების დროს სულ რაღაც ორი თვის იყო.


image

25 თებერვალს ტატიანამ, მისი ქმარმა მიხაილმა, მათმა პაწია ქალიშვილმა და მოპსმა სახელად ფიბი, მეტროს შეაფარეს თავი, როდესაც კიევში საჰაერო თავდასხმა დაიწყო. მეტროს ცივ მარმარილოს კედელს მიყრდნობილი ტატიანას ფოტო, რომელიც ბავშვს კვებავს, Teleks-ის უნგრელმა ჟურნალისტმა ანდრას ფელდეშმა გადაიღო და საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა. სურათი მაშინვე გახდა ვირუსული. ქალის ფოტო პატარასთან ერთად, რომელიც ემალება ბომბებს უმალ მხატვრების შთაგონების წყარო გახდა.


image

ილუსტრატორმა მარინა სოლომენიკოვამ დნიპროდან ტატიანას ფოტო ინტერნეტში ახალი ამბების დათვალიერების დროს აღმოაჩინა.


”ყველაფერი, რაც ვნახე და წავიკითხე, მაშინვე გადავხარშე ჩემს თავში - ეს ქალი შვილთან ერთად იყო ყველა უკრაინელი დედის სიმბოლო, რომელიც უნდა დაემალოს რუსული იარაღს თავშესაფრებში”, - ამბობს მარინა.

image

ამის შემდეგ მარინას ილუსტრაცია საკუთარ გვერდზე ვატიკანის სამდივნოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა ჯეიმს მარტინმა გამოაქვეყნა.


ქალის გამოსახულებას შარავანდედით " კიევის მადონა" გახდა და ეს ხატი ამჟამად იტალიაში ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარს ამშვენებს, კერძოდ ფრანცისკანელი დების სკოლის სამლოცველოს.

image

ხატის ფოტო "ფეისბუქზე" უკრაინელმა იეზუიტმა მღვდელმა ვიაჩესლავ ოკუნმა გამოაქვეყნა, რომელიც ახლა რომში სწავლობს.

image

მარინა სოლომენიკოვამ მოკრძალებულად აღნიშნა, რომ მან უბრალოდ კარგი ილუსტრაცია დახატა.

0
333
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0