x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ

1960 წელს თვითნაკეთი ბომბით შეიარაღებული ტერორისტი შეეცადა ავსტრიული ავიაკომპანიის – Trans Australia Airlines–ის თვითმფრინავის გატაცებას. როდესაც მან თავისი მოთხოვნების გაჟღერება დაიწყო, თვითმფრინავის მეორე პილოტმა ტომ ბენეტმა მას სახეში გაარტყა და ბომბიდან მავთულები გამოქაჩა. ყველა მგზავრი, დანიშნულების ადგილზე, ცოცხალი და უვნებელი ჩავიდა.


30 წლის წინ, კალიფორნიელმა ექიმმა მაიკლ შენომ დღენაკლული, მომაკვდავი ახალშობილი კრის თროკი გადაარჩინა. როდესაც ის გაიზარდა, ასევე ექიმი გახდა და მუშაობა სამაშველო სამსახურში დაიწყო. 2011 წელს ის პირველი მივიდა ავარიის ადგილზე და ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან ხანდაზმული ადამიანი გამოიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მაიკლ შენონი იყო.


პონტოს მეფე მითრიდატე VI (ძვ. წ. აღრ. 134 — 63 წწ.) ეშინოდა, რომ ვინმე მოწამლავდა. ამიტომ, მთელი ცხოვრების მანძილზე, საწამლავს პატარა დოზებით იღებდა. როდესაც ის რომაელებთან ტყვედ ჩავარდა, თავად შეეცადა თავის მოწამვლას, მაგრამ უშედეგოდ — მისმა ორგანიზმმა, იმ დროისთვის, უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა...


image


ელვის პრესლის მენეჯერი სამკერდე ნიშნებს ყიდდა, რომელზეც – «მძულს პრესლი» ეწერა. ეს იმისთვის, რომ ფული იმათზეც გამოემუშავებინა, ვინც არასდროს მივიდოდა მომღერლის კონცერტზე და არც მის ალბომს შეიძენდა.


კოსმოსში ფრენის დროს, ასტრონავტმა, შეიძლება, 5 დღეში, კუნთის მასის, დაახლოებით, 20 % დაკარგოს, თუ ფიზიკურ ვარჯიშებს არ შეასრულებს.


აულაგებელ საწოლს გარკვეული უპირატესობები აქვს — სუფთა ჰაერის და მზის სხივების გავლენით, იქ მტვრის ტკიპებისთვის გადარჩენა გაცილებით რთულია. ხოლო, ალაგების შემთხვევაში, — ტენი ქსოვილში რჩება და ამ მწერების გამრავლებისთვის იდეალური პირობები იქმნება.


image


ბოლივიაში არის ციხე, სადაც პატიმრები საზოგადოებაში თითქმის ნორმალურად ცხოვრობენ. ისინი სამუშაოზე დადიან, ქირაობენ, ან ყიდულობენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ და ხშირ შემთხვევაში, სასჯელის ვადას, ოჯახებთან ერთად იხდიან.


1948 წელს ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტი და პოეტი ლეს პოლი ავტოავარიაში მოხვდა და მარჯვენა ხელი ძალიან დაიზიანა. როდესაც მას შეატყობინეს, რომ მისი იდაყვის აღდგენას ვერ შეძლებდნენ, მან ექიმს ხელის ისეთი კუთხით შეხორცება სთხოვა, რომ გიტარაზე დაკვრის საშუალება ჰქონოდა.


ლაბრადორის ისტორია სათავეს ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლიდან იღებს — ის ადგილობრივი მეთევზეების ერთგული დამხმარეების და ხვეული დაფარული რეტრივერის შეჯვარებით მიიღეს. საკვირველია, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში, ცოტა ადრე, ლაბრადორის ნახევარკუნძულზე ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლი გამოიყვანეს.


image


* 25 მტკიცებულება, რომ ყველა პატარა საყვარელია

* ქეროლინის საიდუმლო – "მძინარე მზეთუნახავი" გერმანიიდან

* როგორ გახდა ჩავარდნილი საცვალი, მთელი მიმდინარეობის გაჩენის მიზეზი ხელოვნებაში

* 10 დაკარგული ცივილიზაცია

* გაოცდებით, ამ პატარა სახლში იმდენი რამ ეტევა

* უცნაური ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* აღიარებული სილამაზე – XX საუკუნის ყველაზე ლამაზი 10 ქალბატონი

* მეცნიერებმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალი აღმოაჩინეს


0
945
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
945
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0