x
17 გასაოცარი ფაქტი კოსმოსზე
17 გასაოცარი ფაქტი კოსმოსზე

იხილეთ 17 გასაოცარი ფაქტი კოსმოსზე:


1. ბერძნები ჩვენს გალაქტიკას ''რძიან ხაზს'' ეძახდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ის ქალღმერთ ჰერას მკერდიდან გამონადენი რძის წვეთებით იყო შექმნილი.


2. კოსმონავტები უწონადობის მდგომარეობაში სიმაღლეში იმატებენ. გრავიტაციის შემცირებისას, ძვლები ისე მჭიდროდ აღარ ეხება ერთმანეთს, რაც რამდენიმე სანტიმეტრის მომატებას იწვევს.



3. კოსმონავტებისა ნაკვალევი მთვარეზე მილიონობით წლების განმავლობაში არ წაიშლება, რადგან მთვარეზე ქარი არ უბერავს.


4. შეუიარაღებელი თვალით მოწმენდილ ცაზე ღამით 1500-მდე ვარსკვლავი და 88 თანავარსკვლავედი ჩანს. მათგან ყველაზე პატარა ვარსკვლავის სიგრძე 1700 კილომეტრია. მისი სახელია ''LP 327-16''.


5.ყოველ წელს ატმოსფეროში სამყაროდან 1000 ტონა მტვერი და მიკრობი შემოდის.


6. ბაყაყს შეუძლია უწონადობის მდგომარეობაში გული აირიოს - ის ზღვის ვარსკვლავივით კუჭს ამოიღებს და დააცარიელებს.


7. კოსმოსში ჩიტები ვერ ცოცხლობენ - გრავიტაციის გარეშე საკვებს ვერ ყლაპავენ.


8. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ სამყაროში ყოველ 88 გალონზე (დაახლოებით 333 ლიტრი) ერთი ატომი მოდის.


9. დედამიწის გარშემო 3000 თანამგზავრი და 7000 -მდე ქვისა და მტვრის ნაწილაკები მოძრაობს.


10. დედამიწა ღერძის გარშემო 1600 კმ-სთ, ხოლო მზის გარშემო 108 000 კმ-სთ სიჩქარით მოძრაობს.


11. მეცნიერების განცხადებით, მარსზე, მერკურსა და ვენერაზე არის ოქრო.


12. მზე რომ იგივე ნივთიერებებს შეიცავდეს, რასაც დედამიწა, 5-ჯერ უფრო მძიმე იქნებოდა. ხოლო გრავიტაცია იმდენად მაღალია მზეზე, რომ 70 კგ წონის ადამიანი მზეზე 2 ტონა იქნება.


13. მზის სისტემის წონის 99% მზეზე მოდის.


14. მთვარე 81 მილიარდ ტონას იწონის.


15. მზეში შესაძლებელია 1 მილიონი დედამიწა მოთავსდეს.


16. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სამყაროს შემადგენლობაში 90-დან 99%-მდე ადგილი უკავია წყალბადს.


17.სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ქვიშის მარცვლებისა დედამიწაზე.

0
337
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0