სხვა ვლადიმერ პუტინმა ქალიშვილს დაცვა მიუჩინა იმის შიშით, რომ საზღვარგარეთ არ გაიქცეს 2022, 21 აპრილი, 12:10 ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, დასაჯა ქალიშვილი და აუკრძალა საზღვარგარეთ დაბადების დღის აღნიშვნა იმის შიშით, რომ ის რუსეთში შეიძლება აღარ დაბრუნდეს. როგორც მოსკოვიდან იუწყებიან, მეცნიერ- დოქტორი მარია ვორონცოვას უნდოდა "მეგობრულ" ქვეყანაში გაფრენა, რათა ტროპიკული სანაპიროზე დაესვენა და აღენიშნა მისი 37 წლის იუბილე. იგი აპირებდა რომანტიულ დასვენებას 33 წლის ევგენი ნაგორნოსთან ერთად, პუტინის ქალიშვილსი ახალი პარტნიორი ნატო-ს ჰოლანდიელ პოლკოვნიკის ვაჟთან ქორწინების ჩაშლის შემდეგ, იუწყება Telegram Channel-ი. "პუტინმა კატეგორიულ უარზეა და გააძლიერა მარიას დაცვა, " "ჩვენი მონაცემებით, პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა"-- ნათქვამია პუბლიკაციაში, თუმცა არ არის მითითებული თუ რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ქალიშვილის მიზეზი. დიდი ალბათობით უკრაინაში მამის მიერ წამოწყებული სისხლიანი ომი. მარიას, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს პუტინთან ოჯახური კავშირების გამო, ჰყავს ნახევრად ჰოლანდიელი ვაჟი, რომელიც ახლა რვა წლისაა და გაუჩნდა ყოფილი პარტნიორისგან- იორიტ ფაასენისგან. ახლა მას დასავლეთის დიდ ქვეყნებში მოგზაურობა ეკრძალება, მაგრამ ადრე უყვარდა ევროპაში მოგზაურობა. ფოტოზე: მარია და ნაგორნი ესწრებიან ექიმი მეგობრების ქორწილს სალერნოს მახლობლად, იტალიაში, 2019 წელს. იმ დროს, როგორც ჩანს, ის ორსულად იყო. მარია პუტინის ქალიშვილია, დაბადებული მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი კგბ-ს აგენტი იყო. მარია არის ბავშვებში იშვიათი გენეტიკური დაავადებების ექსპერტი. 1200 2-ს მოსწონს
|