საქართველო
რამდენი გადაიხადეს პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის?
2012, 20 სექტემბერი, 15:05
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ დიდი ოდენობით თანხა მიიღო, საუბარია 2 მლნ აშშ დოლარზე. მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, განაცხადა, რომ კადრები მხოლოდ მერვე საპყრობილეშია გადაღებული. ვლადიმერ ბედუკაძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს და აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემუქრება.