x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსი მატროსის მიერ გადაღებული რუსული საფლაგმანო კრეისერის ჩაძირვის კადრები
image

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საფლაგმანო სარაკეტო კრეისერ "Москва"-ს განადგურება მოხდა უკრაინის სამხერო-სამრეწველო კომპლექსის მიერ სახმელეთო ბაზირების მობილური სარაკეტო კომპლექს "ნეპტუნის" ორი რაკეტის მოხვედრის შედეგად.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მართალია განაცხადა, რომ გემზე ხანძარი გაჩნდა და ბუქსირებისას ზღვაზე შტორმის გამო ჩაიძირა საფლაგმანო ხომალდი, მაგრამ ესაა უზარმაზარი ტყუილი და მოგახსენებთ რატომაც.


გემი რომელიც საფლაგმანოა ანუ ფლოტის სამეთაურო კრეისერია უზარმაზარი შეიარაღბით, რომლის არსენალზე უკვე ვწერდი ასე მარტივად არ მოხდებოდა სპეციალურ დაცულ ბლოკებში არსებული საბრძოლო მასალის დეტონაცია და არც ცალ მხარეს გადაიხრებოდა კრეისერი. კრეისერზე ხანძარი და საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია უკრაინული ფრთოსანი რაკეტების მოხვედრამ, დააკვირდით ზღვას-ჩანს აქ, რომ ზღვაზე შტორმია თუნდაც 2 ბალიანი?



არანაირ ბუქსირებას ადგილი არ ჰქონია, გემიდან გადამხტარი მატროსების და საზღვაო ოფიცრების ნაწილი 50 მებრძოლამდე გემზე აიყვანა თურქულმა ხომალდმა, დანარჩენები კრეისერთან ერთად ან აფეთქების შედეგად დაიღუპებოდნენ ან გემის ჩაძირვისას, რადგან თავად რუსული წყაროებიც არ ადასტურებს მეტი მეზღვაურის გადარჩენას აღნიშნული კრეისერიდან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გემზე ან ზღვაში გადახტომის შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი მებრძოლი.


როგორც ჩანს სხვა რუსული სამხედრო გემის მატროსმა სცადა გემის ჩაძირვის კადრების გადაღბა და მან რამდენიმე წამიანი კადრი ლაივ რეჟიმში ჩართო, რისთვისაც ვიდეოში ისმის თუ როგორ უწყრება მას სავარაუდოდ ოფიცერი.


საომარი მდგომარეობის შესაბამისად, სამხედრო მნიშვნელობის კადრის გაშვებით არა მგონია მატროსი ჰაუპტვახტს დააჯერონ, დარმუნებული ვარ მას ციხეში გაუშვებენ პუტინის ბოლო ბრძანების შესრულებით-"დაისაჯოს ყველა ვინც რუსული არმიის ადგილმდებარეობას, მდგომარეობას ან ზოგადად სამხედრო მნიშვნელობის კადრს გააშუქებს".


რუსებმა სევასტოპოლში ჩაიყვანეს თურქების მიერ გადარჩენილი მეზღვაურები და დაწერეს: "გემის ეკიპაჟის უდიდესი ნაწილი გადარჩა და სამსახურს სხვა გემებზე გააგრძელებსო", სად არიან დანარჩენები, ეს 50-დე მატროსი იყო მხოლოდ გემზე?


image

აი როგორ იძირებოდა რუსული სარაკეტო კრეისერი.


რუსეთის საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" ჩაიძირა - რა შეიარაღებას ფლობდა აღნიშნული კრეისერი

0
190
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
190