x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთიან ყარაბაღში დაიღუპა რუსული სამშვიდობო კონტიგენტის სარდლის მოადგილე

image
როგორც იცით მთიან ყარაბაღში რამდენიმე დღის წინ განახლდა საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ალბათ 1 დღიანი ომის სახელით შევა ისტორიაში, რადგან აზერბაიჯანის არმიის შეტევა და წერტილოვანი დარტყმები სეპარატისტების პოზიციებზე და საბრძოლო ტექნიკაზე იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, სეპარატისტების ლიდერებმა პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადეს, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა ბაქომ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და მთიანი ყარაბაღის მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების სრული უსაფრთხოების გარანტია მისცა მათ.

ოფიციალური ბაქოს მითითებით აზერბაიჯანულ დანაყოფებს მიეცათ მკაცრი ბრძანება, არცერთ შემთხვევაში არ შეხებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, არ შეხებოდნენ სომხების ეკლესიებს და არ წაებილწათ ჯვრები, როგორც ეს ხდებოდა ფართომასშტაბიანი ბრძოლების დროს.

აზერბაიჯანული არტილერიის დარტყმებს შეეწირა რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტიდან იყო მთიან ყარაბაღში მივლინებით.
კოვგანი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავების სარდლის მოადგილე გახლდათ და 2 თვის წინ იქნა მივლინებით მთიან ყარაბაღში მივლინებული.

პირველი რანგის კაპიტანი იმყოფებოდა მანქანაში, რომელიც ჭურვის ნამსხვრევების მიერ იქნა პრაქტიკულად დაცხრილული.
თავის მხრივ ოფიციალურმა ბაქომ თანამდებობიდან გადააყენა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კორპუსის სარდალი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფის საარტილერიო ჭურვმა შეიწირა რუსი პოლკოვნიკი (სამხედრო-საზღვაო ტერმინოლოგიით პირველი რანგის კაპიტანი).
დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი სამხედრო რომელთა ნასროლ ჭურვს შეეწირა სამშვიდობო ჯარების სარდლის მოადგილე.




0
169
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
169