x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რუსეთის საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" ჩაიძირა - რა შეიარაღებას ფლობდა აღნიშნული კრეისერი
image

კადრში ჩანს ღამის ხედვის საშუალების მქონე კამერით გადაღებული რუსული, შავი ზღვის ფლოტის გვარდიული ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი.


გემი კუნძულ "ზმეინიდან" (საიდანაც უკრაინელმა მესაზღვრეებმა ის გააგზავნეს სამ ცნობილ რუსულ სიტყვაზე) რამდენიმე საზღვაო მილზე იმყოფებოდა, როცა მისი რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემის ყურადღბა მიიპყრო თურქული წარმოების უკრაინულმა დამრტყმელმა დრონმა "ბაირაქთარ ტ2", დრონი გაეცალა საფრთხის ზონას და სწორედ ამ დროს მოხვდა რუსულ კრეისერს ზედიზედ 2020 წელს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ წარმოებული ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსის რაკეტები "ნეპტუნი" რამაც კრეისერზე ჯერ ხანძარი გააჩინა, მოგვიანებით კი კრეისერზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა, რამაც კრეისერი ცალ მხარეს კრიტიკულად გადახარა, გემმა ღია ეთერით განგაშის სიგნალი გაუშვა, წინასწარი მონაცემებით გემზე 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, 54 რუსი მეზღვაური თურქულმა გემმა აიყვანა ბორტზე, რუსული კრეისერის მატროსების და ოფიცრების დიდი ნაწილი ზღვაში გადახტა, საეთო ჯამში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.


რუსულმა საბუქსირე გემმა კრეისერი ბუქსირზე გამოიბა რათა სევასტოპოლის ბაზისკენ წაეყვანა, მაგრამ ძლიერი შტორმის გამი ძლიერი დაზიანების მქონე კრეისერმა ჩაძირვა დაიწყო, საბუქსირე გემი იძუულებული გახდა საბუქსირე გვარლები ჩაეხსნა რათა თან არ ჩაეთრია სარაკეტო კრეისერს.
კრეისერ "მოსკოვის" მიერ გაშვებული სიგნალი "SOS".



image

ბუნბრივია მკითხველს გაუჩნდება კითხვა თუ რა შეიარაღებას ფლობდა თავის არსენალში შავი ზღვის ფლაგმანი და როგორ მოხდა მისი რადიელექტრონული დაზვერვის სისტემის უმოქმედობა? ცნობილია რომ კრეისერს გააჩნდა ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "დორტი", რაც ცნობილი С 300-ის საზღვაო ხომალდებისთვის განკუთვნილი ვარიანტია.
ასევე კრეისერს გააჩნდა 2 გამშვები ახლო რადიუსის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი «Оса-АМ», რომელიც გათვლილია თვითმფრინავების, ვერტმფრენების, და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მოსაგერიებლად, კომპლექსის მარაგში იმყოფებოდა 40 ერთეული რაკეტა.

ასევე საჰაერო სამიზნეების და ხომალდასწინააღმდეგო რაკეტების მოსაგერიებლად და გასანადგურებლად კრეისერზე იყო 6 საზენიტო-საარტილერიო კომპლექსი "АК-630" რადიოლოკაციური და ვიზუალური დამიზნებით, კომპლექსი 30 კალიბრიანია და მისი სწრაფსროლა ძალიან მაღალია 6000 გასწოლა წუთში, სროლის მანძილი კი 8 კილომეტრამდეა. ასევე კრეისერს გააჩნდა 130 მილიმეტრიანი ორლულიანი საარტილერიო დანადგარი "130АК-130" სწრაფსროლით 90 გასროლა წუთში, რომლის სროლის მანძილი 24 კილომეტრია ხოლო საბრძოლო მარაგი კრეისერზე 600 ჭურვს შეადგენდა.
უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსი "ნეპტუნი", რომელმაც ფრთოსანი რაკეტებით რუსული ფლოტის სიამაყე გაანადგურა.

დადასტურებული ინფორმაციით პუტინის უშუალო ბრძანებით დაკავებულია შავი ზღვის ფლოტის სარდალი ადმირალი იგორ ოსიპოვი.
image სარაკეტო კრეისერის დაღუპულ ეკიპაჟთან ერთად დაიღუპა კრეისერის კაპიტანი, პირველი რანგის კაპიტანი (პოლკოვნიკის წოდების საზღვაო ვერსია) ანტონ კუპრინი.
image
ამ სურათზე ის ჯერ კიდევ მეორე რანგის კაპიტანი ანუ ვიცე პოლკოვნიკი იყო.
დადასტურებული ინფორმაციით თურქულმა გემმა გადაარჩინა 54 რუსი მეზღვაური, დანარჩენების ბედი უცნობია, გემზე 500-ზე მეტი მეზღვაური და საზღვაო ოფიცერი იმყოფებოდა.

წესით საფლაგმანო ხომალდზე უნდა ყოფილიყო შავი ზღვის ფლოტის სარდალი და შესაძლოა ის დაკავებული კი არა დაღუპულიც იყოს.



0
236
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
236