სხვა მიკი რუკმა მთელი თავის ქონება უკრაინელ ასისტენტს უანდერძა 2022, 19 აპრილი, 17:11 ჰოლივუდის მსახიობმა მიკი რურკმა მთელი თავისი ქონება პირად ასისტენტ დიმიტრი კორნეიჩუკს უანდერძა. ამერიკელმა მსახიობმა მიკი რურკმა გადაწყვიტა სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი ქონება უანდერძოს პირად ასისტენტს, უკრაინელ დიმიტრი კორნეიჩუკს. ამის შესახებ მან იუთუბზე გადაცემა "Осторожно, Собчак"-ში(ფრთხილად სობჩაკია) ინტერვიუს დროს ისაუბრა. ”დიმას დავუტოვე ყველაფერი, ზოგადად ყველაფერი! ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძაღლებთან ერთად კუბოში ჩამასვენებდნენ... მე არ მეშინია სიკვდილის, მეშინია თავად პროცესის, მჯერა, რომ იქ ჩემს ძმას ვნახავ(საიქიოში)"- განაცხაადა 69 წლის მსახიობმა . კორნეიჩუკი რურკთან რვა წელია მუშაობს. ცნობილია, რომ დიმიტრი უკრაინიდან შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წავიდა. თავიდან სამსახური ვერ იშოვა. მამაკაცები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, როცა მსახიობი ასისტენტს ეძებდა. თანამშრომლობის პერიოდში ისინი უახლოესი მეგობრები გახდნენ. სხვათა შორის, მიკი რურკს ნამდვილად ვერ წარმოუდგენია ცხოვრება კორნეიჩუკის გარეშე, რომელიც, ფაქტობრივად, განაგებს მსახიობის ყველა საქმეს. „ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მსოფლიოში! სახლის მისამართიც კი არ მახსოვს. დიმას გარეშე, მე საერთოდ გავქრები, ”- ირწმუნება ვარსკვლავი. თავად დიმიტრი საკმაოდ მოკრძალებულია და თვლის, რომ ის უბრალოდ კარგად აკეთებს თავის საქმეს. ფოტოზე: დიმიტრი კორნეიჩუკი(მარცხნივ) ნიკი რურკთან ერთად ამერიკელი კინომსახიობმა მიკი რურკმა უპირველეს ყოვლისა სახელი გაითქვა ეროტიკული დრამით "9½ კვირა", ასევ ფილმეით "რკინის კაცი-2" და "ინფორმატორი".მთლიანად მან 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა.აგრეთვე იყო ფილმების სცენარის ავტორიც. იგი 1991-1994 წლებში მოღვაწეობდა როგორც პროფესიონალი მოკრივე. არის ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ლაურეატი, ოსკარის ნომინანტი.მიკი რუსუკი ორჯერ იყო დაქორწინებული, შვილი არ ჰყავს. 463 2-ს მოსწონს
|