x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
20 გენიალური ციტატა რომანიდან- "ტრიუმფალური თაღი"
20 გენიალური ციტატა რომანიდან- "ტრიუმფალური თაღი"

იხილეთ 20 გენიალური ციტატა ერიხ მარია რემარკის რომანიდან- "ტრიუმფალური თაღი":

1."ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი."

2."რა უნდა მისცეს ერთმა ადამინმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?"


3, "სიკვდილი - აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით."

4."ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები."

5."პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო."

6."შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი - არა."

7."რისთვის უნდა სცადოს კაცმა რაიმეს შენება, თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა?"

8."შეუძლებელია მთიდან დაქანებული ზვავის შეჩერება. ყველას ჩაიტანს, ვინც ამას შეეცდება. ჯობს, დავიცადოთ და მერე ცოცხლად ჩამარხულები ამოვთხაროთ."

9."დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი."

10."ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს."

11."სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია."

12."იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა."

13."ჭადრაკი ბანქოზე ბევრად სრულყოფილია. ბანქოში ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. თანაც ისე ვერ ერთობი ადამიანი. ჭადრაკი - ეს ცალკე სამყაროა. ვიდრე თამაშობ, იგი დევნის მეორე, გარე სამყაროს, გარე სამყარო კი არც ისე სრულყოფილია."

14."არაფერი არ მეორდება. ვმეორდებით ჩვენ, მორჩა და გათავდა."

15."ძალაუფლება - ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე."

16."ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია."

17."ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც."

18."მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ."

19."შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე - და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ, ღილი მოგწყდა სადმე - ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნან ყველაფერი!"

20."თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ."



0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0