x
გელა ჩარკვიანის 8 შესანიშნავი გამონათქვამი
გელა ჩარკვიანის 8 შესანიშნავი გამონათქვამი

იხილეთ გელა ჩარკვიანის 8 შესანიშნავი გამონათქვამი:

1."ყველა ტიტული მოვიცილე. დამრჩა ერთი – გელა ჩარკვიანი."

2."ძალაუფლება დროებითია, ისტორია კი – მარადიული. უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებისათვის ისტორიაზე მუშაობა უფრო მართებული იქნებოდა. მათ კი უმეტესად ძალაუფლების მათრობელი პერსპექტივა იზიდავთ. ამ სურვილით ანთებულებს, ისტორიისთვის აღარ სცალიათ."


3."დიდი მომავლის კაცი მოწყვლადია. შეიძლება წაართვან. დიდი წარსულის მქონე კაცს, საუკეთესო შემთხვევაში, ფეხებს მოსჭამენ."

4."ასაკოვანი კაცის უპირატესობა ისაა, რომ მას სიცოცხლეს ვეღარავინ წაართმევს. მისი განვლილი გზა file-ში დევს. იგი თავისუფალია. აღარ ეშინია."

5."როგორც ბავშვობაში შენი დაბადების დღიდან მიჰყავთ მშობლებს შენი მეგობრები, ასევე რიგრიგობით მიჰყავს ისინი დღეს ჩვენს საერთო მშობელს. მაშინდელივით განიცდი, გინდა, გაგრძელდეს ზეიმი. აღარავინ გრჩება, რომ ეთამაშო."

6."ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანა უფრო შორს წავიდა – მან სიკვდილი მომანდომა."

7."ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულიად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივლიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი."

8."მე თერგდალეულიც ვარ და ატლანტიკა – ნაყლაპიც. ამიტომ დამეჯერება."


0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0