x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
13 უცნაური ნივთი, რომლებიც შემთხვევით იპოვეს და ახსნა ვერ მოუძებნეს, ინტერნეტში კი ყველაფერს ფარდა აეხადა

image
ადამიანებმა უცნაური ნივთები იპოვეს, იმდენად უცნაური, რომ ინტერნეტში არ დაეზარათ მათ შესახებ დაწერა და ინფორმაციის მოძიება:

1. “ქირურგმა ეს ჩემი კატას მუცლიდან ამოიღო.ვერაფრით გავარკვეთ რა არის, რეზინისაა, დაახლოებით 2, 5 სმ სიგრძის."image
პასუხი:ეს არის დეტალი კატების სასმელი შადრევნიდან. ის ხურავს ადგილს წყლის ავზში, სადაც დენის კაბელი მდებარეობს.image

2. “1929 წელს აშენებული სპილენძის ნაგებობა სახლის ნაკვეთზე, ვერ გავარკვიეთ რისია, თანაც დახურულია"image
პასუხი: “შენობის გუმბათია, ეს გუმბათი იყო მატარებლის სადგურის თავზე გრანდ რაპიდში, მიჩიგანი, აშშ. 1959 წელს გუმბათი მოხსნეს და გაყიდეს, ხოლო სადგურის შენობა დაანგრიეს."image

3. “უცნაური „სკამი“ მილებით ძველი დაწყებითი სკოლის ავტოსადგომთან"image
პასუხი:70-80-იანი წლების სათამაშო მოედნის ნაწილია.image

4. “ავიარეისზე ბავშვების ლანჩის პაკეტში ასეთი რამ იყო ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მითითებების გარეშე. რა არის ეს?"image
პასუხი: მათი გამოყენებით ბავშვებისთვის შეგიძლიათ თვითმფრინავები გააკეთოთimage

5. “სანადირო ქურთუკზე დამაგრებული პატარა ცილინდრი"image
პასუხი: ეს არის პორტი სანადირო ქურთუკის ადგილების გასაბერად. მაგალითად, იხვზე ნადირობა ხშირად გულისხმობს ნავის ტარებას და წყალში ჩაძირვას.

6. “რისთვის არის ეს სამზარეულოს კარადა? შიგნით არის გამოსაწევი თარო და როზეტი."image
პასუხი:დიდი მიქსერის დასაყენებელი ადგილიაimage

7. “პატარა კერამიკის ქოთანი. სახურის ცილინდრი თითქმის ძირამდე აღწევს და გვერდზე ერთი ნახვრეტი აქვს"image
პასუხი:კარაქის ჭურჭელიაimage


8. “კერამიკის პატარა კონტეინერი საცობით, მგონი 1940 წლისაა"image
პასუხი: ეს ჰიო-ჩანია, ის ჩინური პელმენების ყუთში დევს ხოლმე და სოიოს სოუსისთვისაა.image

9. “მწვანე მრგვალი ხელსაწყო წვეტით. ეს ვიპოვეთ ანტიკვარული მაღაზიაში და არავინ იცოდა რა იყო."image

პასუხი: ეს არის პირუტყვის კასტრირებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა“.

სახელურზე დაჭერისას, წვეტები ხსნის ძალიან მჭიდრო ელასტიურ ზოლს, რომელიც აფერხებს ცხოველის სათესლე ჯირკვლებში სისხლის ნაკადს.

10. ვინმეს გინახავთ ფაიფურის თასი შიგნით კბილებით? ვინმემ იცის რისთვის შეიძლება იყოს?image
პასუხი: ეს არის ფრანგული თასი ფორთოხლისთვის. კბილები იჭერს ფორთოხლის ნახევარს თასში, სანამ რბილობს კოვზით მიირთმევთ. ძალიან იშვიათი ნივთია.image

11. “დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ სანაპიროზე ვნახეთ, 1.5 მეტრი სიგრძისაა და წვეტიანი ლითონის თავი აქვს"image
პასუხი: მტრის გემებისგან დაცვის ერთგვარი მექანიზმია, მათ მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ, 45 გრადუსით აწვენდნენ და მოახლოებულ გემებს ძირს უფუჭებდნენ.image

12. “ბებიაჩემის საცვლებს ასეთი მყარი ღილი აქვს, რისთვისაა?"image
პასუხი: ეს არის ე. წ. კვანტური ჩიპი, მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებლად.image

13. “ჩემს კარადაში ეს მრგვალი ცილინდრი ვნახე, პლასტმასისაა და 2 ნახვრეტი აქვს"image
პასუხი: ეს არის სათამაშო თივის ბალიშები Big Country Toys ნაკრებიდან.image



















0
671
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
671
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0