x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Nickelodeon, Paramount Comedy და MTV Russia რუსეთში მაუწყებლობას აუქმებენ

Paramount, რომელიც ფლობს Paramount Comedy, MTV Russia, MTV Live HD, Nickelodeon, Nick Jr., NickToons და სხვა ტელეარხებს, 20 აპრილიდან რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტს უკრაინაში “სპეცოპერაციის" გამო. ამის შესახებ ტელეგრამის არხი "Cable Guy" იტყობინება.image
პარასკევს, ოპერატორებმა დაიწყეს Paramount-ისგან შეტყობინებების მიღება, რომ მისი არხების ჯგუფი 20 აპრილიდან დაიხურება. ერთი თვის წინ, 16 მარტს, კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებს ამის გაკეთებას სანქციებთან დაკავშირებით.

მარტის შუა რიცხვებიდან Paramount Global-მა უარი თქვა რუს კლიენტებთან და ლიცენზირების კონტენტთან დაკავშირებით მუშაობაზე, რაც ასევე იმოქმედებს Simon & Schuster გამომცემლობაზე, რომელიც ეკუთვნის Paramount-ს. მანამდე კომპანიამ შიდა კინოდისტრიბუციაც დატოვა. აპირებს თუ არა Paramount სამომავლოდ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, უცნობია.

მსგავსი გადაწყვეტილება ადრე მიიღო Discovery-მ, რომელმაც შეწყვიტა 15 საკაბელო არხის მაუწყებლობა, მათ შორის Discovery Channel და Animal Planet.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0