სხვა
ცნობილი გახდა რამდენი გამოიმუშავეს 2021 წელს ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა მსოფლიოში- რიცხვები გაგაკვირვებთ
2022, 4 იანვარი, 11:54
მიმდინარე პანდემიამ ხელი არ შეუშალა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულს შემოსავლის გაზრდაში - Bloomberg Billionaire Index-ის მიხედვით, 2021 წელს მათ სულ 385 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, ხოლო მათი ერთობლივი ქონება, 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1, 29 ტრილიონი დოლარია.
2021 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერების სიის სათავეში დგას Tesla-სა და SpaceX-ის 50 წლის ხელმძღვანელი ელონ მასკი - მან გამოიმუშავა 114 მილიარდი დოლარი, ხოლო მისი ქონება 270 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთ წელიწადში მან გადააჭარბა 300 მილიარდს და ოქტომბერში ჟურნალმა Forbes-მა მასკი დაასახელა ყველაზე მდიდარ ადამიანად, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა დედამიწაზე.
უმდიდრესი მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა Amazon-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი 57 წლის ჯეფ ბეზოსი, ხოლო სამეულს ხურავს LVMH კონგლომერატის 72 წლის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო.
10 ყველაზე მდიდარი მილიარდერი მსოფლიოში 2021 წლის ბოლოსთვის:
1. ილონ მასკი - 270 მილიარდი დოლარის ქონება, 114 მილიარდი დოლარის მოგება.
2. ჯეფ ბეზოსი - 192 მილიარდი დოლარის ქონება, 2, 04 მილიარდი დოლარის მოგება.
3. ბერნარ არნო - 178 მილიარდი დოლარის ქონება, 63, 6 მილიარდი დოლარის მოგება.
4. ბილ გეითსი - $138 მილიარდი ქონება, $6, 39 მილიარდი მოგება.
5. ლარი პეიჯი - $128 მილიარდი ქონება, $46 მილიარდი მოგება.
6. მარკ ცუკერბერგი - $125 მილიარდი ქონება, $22 მილიარდი მოგება.
7. სერგეი ბრინი - 124 მილიარდი დოლარის ქონება, 43, 7 მილიარდი დოლარის მოგება.
8. სტივ ბალმერი - $120 მილიარდი ქონება, $39, 3 მილიარდი მოგება.
9. უორენ ბაფეტი - 109 მილიარდი დოლარის ქონება, 21, 3 მილიარდი დოლარის მოგება.
10. ლარი ელისონი - $107 მილიარდი ქონება, $27, 5 მილიარდი მოგება.