x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩელიაბინსკში 25 წლის ბიჭმა დედა მოკლა, შემდეგ კი 2 თვე მის გვამს ჭამდა (ვიდეო)
image

ბიჭი გაბრაზდა მშობელზე, რადგან დედას ბინის გასაღებების მიცემა არ სურდა. შვილმა მკვლელობის შემდეგ ცხედარი აივანზე გადამალა.


ჩელიაბინსკის ოლქში 25 წლის ბიჭმა დედა მოკლა ოჯახური ჩხუბის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის რეგიონალური საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ტელეგრამის არხი Mash-ის ცნობით, ბოროტმოქმედი ორნახევარი თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ ჭამდა მოკლული ქალის ცხედარს.



„გამომძიებლების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აპრილს, დღისით, ქალაქ ზლატოუსტში, ერთ-ერთი სახლის ბინაში, იპოვეს ადგილობრივი მაცხოვრებლის ცხედარი ძალადობრივი სიკვდილის ნიშნებით – გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.


ქალი საკუთარ სახლში ჩხუბის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია. მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებათა ბაზის შეგროვებისა მიზნით. სამართალდამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილის მიმართ ბრალის წარდგენის და აღმკვეთი ღონისძიების საკითხი წყდება.


სხვათა შორის, ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიაში დებოშის ატეხის გამო დააკავეს და დაკითხვის დროს მოკლულ დედაზე და საკუთარ ექსპერიმენტებზე ისაუბრა, იუწყება Mash-ი.

ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან აგრესიის მიზეზი სახლის გასაღების კომპლექტი გახდა, რომელსაც 48 წლის დედა არ აძლევდა. დაკითხვისას თავდამსხმელმა აღიარა, რომ ჩხუბის დროს დედას გაუბრაზდა და სცემა, გაბრაზებულმა ძალები ვეღარ მოზომა, რის გამოც იგი გარდაიცვალა.

ამის შემდეგ გვამის აივანზე დამალვა გადაწყვიტა. მან ასევე თქვა, რომ დაკავებამდე (13 აპრილამდე) მან გვამს ჩამოჭარა ნაჭრები, მოამზადა და შეჭამა.

რაღაც მომენტში გარშემო მყოფებ ადმიანებს უკვირდათ, თუ, სად გაქრა ქალი ასე მოულოდნელად.


”- ილიუხ, სად არის დედა?

- თქვენ ვერ გაიგებთ.

- რას ვერ გავიგებ? თქვი, სად არის დედა?!

- მან გასაღებები არ მომცა, მე ის მოვკალი”, - უთხრა ეჭვმიტანილმა ერთ-ერთ მეზობელს.


0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0