სხვა ცოცხალი გამოამწყვდია მაცივარში - ამერიკაში შვილიშვილმა ბებია მოკლა 2022, 18 აპრილი, 10:57
ამერიკის შეერთებული შტატებში, ჯორჯიის შტატში შვილიშვილმა საკუთარი ბებიას ჯერ ძვლები გადაუმტვრია და შემდეგ საყინულეში ცოცხლად შეაგდო.
82 წლის დორის კუმინგი საშინელი ტანჯვა-წამებით გარდაიცვალა გასული წლის დეკემბერში, მაგრამ მისი ნეშტი აღმოაჩინეს რამდენიმე დღის წინ, იტყობინება გამოცემა Fox 5 Atlanta. სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად რობერტ კიტ ტინჩერ III, რამდენიმე თვე ჩვეულებრივ განაგრძობდა ცხოვრებას ბებიის გაყინულ ცხედრთან ერთად, სანამ პოლიციამ არ აღმოაჩინა. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 2021 წლის დეკემბერში დორის კუმინგი საკუთარ სახლში დაეცა, მაგრამ შვილიშვილი არც დაეხმარა და არც სასწრაფო დახმარებას გამოუძახა, ნაცვლად ამისა, მოხუც ქალი სახლში მიათრია, რა დროსაც "ესმოდა და ხედავდა როგორ იმტვრეოდა ძვლებში“, რის შემდეგაც მან ბებიამისი გაახვია ცელოფნის დიდი პაკეტში და შეაგდო საყინულეში. სამედიცინო ექსპერტების თქმით, იმ მომენტში ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ეს ინფორმაცია თავად ახალგაზრდა მამაკაცმაც დაადასტურა. მისი თქმით, ბებიას საყინულეში შესმის დროს ის სუნთქავდა და მოძრაობდა კიდეც. მამაკაცის თქმით, სამაშველო სამსახურს არ დაუკავშირდა, რადგან პოლიციის მისვლის ეშინოდა, რადგან იმ დროს ის ცოლზე განხორციელებული მუქარის გამო იძებნებოდა. მოგვიანებით, დაკითხვის დროს, ტინჩერმა აღიარა, რომ უყვარდა ბებია. "მან თქვა, რომ ის იყო ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელის მის მიმართ თავაიზანიბას, სიყვარულს და ყურადღებას იჩენდა", - აღნიშნა გამომძიებელმა ბრიტანი ვერნერმა. გამოცემა არ იუწყება, თუ რა სასჯელი ელის 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცს. . 314 3-ს მოსწონს
|