x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
9 უჩვეულო ფაქტი პრ@სტიტუციის შესახებ, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


მსოფლიოს უმეტესს ქვეყანაში უძველესი პროფესია ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფოს კანონმდებლობა ამ "ხელობით" დაკავების უფლებას იძლევა, თუმცა გარკვეული პირობებით. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ შოკისმომგრელი ფაქტებისა და ქვეყნების შესახებ, სადაც პროსტიტუცია აბსოლუტურად ლეგალურია.




1. საფრანგეთი


image


მოკრძალებული ტანსაცმელი - მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუცია საფრანგეთში ლეგალურია, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ უძველესი პროფესიის წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობას ყველანაირი სუტენიორებისა და ბორდელების (ცნობისთვის, ქვეყანაში საროსკიპოს არსებობა 1946 წლიდან არის აკრძალული) გარეშე დამოუკიდებლად უძღვებიან. რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთის მთავრობამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: მეძავებს თავიანთი პროფესიით მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი ისინი მაქსიმალურად შეუმჩნევლები იქნებიან. კერძოდ, "ღამის პეპლებს" მოკლე ქვედაბოლოების, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებისა და ღრმა დეკოლტეს ტარება კატეგორიულად ეკრძალებთ.





2.

image


ბინადრობის ნებართვა და შემწეობა - მოკლედ, საფრანგეთის კანონმდებლობაში პროსტიტუციასთან დაკავშირებით პოზიტიური პუნქტიც არსებობს რაც ძირითადად, არალეგალ გოგონებს ეხებათ. ასე რომ, თუ მეძავი საკუთარ პროფესიაზე უარის თქმას გადაწყვეტს და სექს-ინდუსტრიასაც სამუდამოდ ჩამოშორდება, მას ფულად დახმარებასთან ერთად ბინადრობის ნებართვაც მიენიჭება.




3. ნიდერლანდები


image


სექსის შემწეობა შშმ პირებისთვის - ამ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის "სპეციალური" შემწეობა უკვე მრავალი წელია არსებობს. ჯერ კიდევ 1992 წელს ნიდერლანდების მთავრობამ გადაწყვიტა ყოველთვიურად შშმ პირებისთვის დაახლოებით 40 დოლარი გადაეხადა. ეს სახელმწიფო სუბსიდია ჰოლანდიელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სექსუალური სურვილების გარკვეულწილად რეალიზების საშუალებას აძლევს. გამომდინარე იქიდან, რომ პროსტიტუცია ნიდერლანდებში ლეგალურია, ამ კუთხით ქვეყანაში არანაირი სამართლებრივი პრობლემები ან შეფერხებები არ არსებობს.




4. გერმანია


image


პრეზერვატივი და სამუშაო ადგილი - აქაც, ისევე როგორც მეზობელ საფრანგეთში, სუტენიორობა მკაცრად იკრძალება, თუმცა მეძავებს მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ასევე ბორდელებშიც შეუძლიათ. გერმანული კანონები გოგონებს სამუშაო ადგილზე ცხოვრებას უკრძალავს, და კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი - "ღამის პეპლების" კლიენტებმა პრეზერვატივი აუცილებლად უნდა გამოიყენონ.




5.image


პარკომატები მეძავებისთვის - 2011 წელს გერმანიის ქალაქ ბონის ქუჩებში მეძავებისთვის განკუთვნილი სპეციალური "გადახდის მრიცხველები" გამოჩნდა, რომლებიც იმის მსგავსია, რომლის საშუალებითაც მძღოლები პარკირების საფასურს იხდიან. ეს მოწყობილობა განკუთვნილია ქალაქის ქუჩებში მომუშავე გოგონებისთვის. ყველა მეძავმა, რომელიც 20:15-დან 06:00 საათამდე "სანადიროდ" გადის, უნდა შეიძინოს 6 ევროდ ღირებული ვაუჩერი მიუხედავად იმისა იპოვის თუ არა ის კლიენტს.




6. ბელგია



image


პოზირება აკრძალულია - ამ ქვეყანაში მეძავებს მუშაობა მხოლოდ სახლში ან ნაქირავებ ბინაში შეუძლიათ. ამასთან, გოგონებს არ ეკრძალებათ თავიანთი სერვისის ქუჩაშიც შეთავაზება, თუმცა არსებობს ერთი "მაგრამ". ქალბატონებს კატეგორიულად ეკრძალებათ პროვოკაციული ტანსაცმლის ტარება და სექსუალური პოზების მიღებით გამვლელების მოზიდვა. დამრღვევებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა - 120 ევროს ოდენობით.




7. იტალია

image


ამრეკლავი ჟილეტები - ბელგიელი კოლეგებისგან განსხვავებით, იტალიის ხელისუფლება სექს - ინდუსტრიის მუშაკების მიერ თვალშიმოსახვედრი სამოსის ტარებას არ ეწინააღმდეგება, პირიქით... რამდენიმე წლის წინ, მილანში კანონიც კი მიიღეს, რომელიც ყველა მეძავს, ვინც კი გადატვირთული რაიონების ქუჩებში მუშაობს, ამრეკლავი ჟილეტების ტარებას ავალდებულებს. დამრღვევებისთვის გათვალისწინებულია დიდი ჯარიმა - 500 ევროს ოდენობით.




8. ფინეთი


image


სექსი საცხოვრებლის სანაცვლოდ - ფინეთში ქალებს შეუძლიათ ლეგალურად იქირაონ ბინა და მესაკუთრეს ქირის საფასური არა თანხით, არამედ სექსუალური მომსახურებით გადაუხადონ, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ შეიძლება ამ დროს გოგონა სულაც არ იყოს მეძავი. ასეთი უფლებით სარგებლობა ფინეთში ნებისმიერ ქალს შეუძლია. მთავარია, ორივე მხარე, როგორც დამქირავებელი, ასევე გამქირავებელიც სრულწლოვანი იყოს.





9. ევროკავშირის ქვეყნები


image


მეძავების ენა - ბორდელების მფლობელებმა ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ეს დაწესებულებები ლეგალურია, აუცილებლად უნდა იცოდნენ თავიანთი თანამშრომლების მშობლიური ენა. ეს გადაწყვეტილება 2015 წლის შემოდგომაზე ევროპულმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო რაც ამსტერდამელი ბორდელის მფლობელმა ქალაქის ჩინოვნიკებს უჩივლა, რომლებმაც უარი განაცხადეს მისთვის მუშაობის ნებართვის გაგრძელებაზე, რადგან მან თავისი თანამშრომლების (ბულგარელი და უნგრელი გოგონების) მშობლიური ენა არ იცოდა. მამაკაცს სასამართლოში მოუსმინეს, თუმცა მხარი არ დაუჭირეს, პირიქით - ახალი კანონიც კი გამოსცეს. სასამართლოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექს - მუშაკების წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთას.



0
2677
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2677