ფოტოგრაფია მათ ვერსად დაემალებით: პაპარაცების ყველაზე სკანდალური ფოტოები 23 ივნისი, 20:20 პაპარაცების ლუკმა - პური - ყველაზე შეუფერებელ მომენტში გადაღებული ვარსკვლავების ფოტოებია და რაც უფრო სკანდალური და მოულოდნელი იქნება ისინი, მით უფრო მეტ ფულს გადაუხდიან მათ ამაში, ამიტომ ყვითელი პრესის წარმომადგენლები ცნობილ ადამიანებზე მთელი 24 საათის განმავლობაში ნადირობენ, შედეგად კი როგორც წესი, ვიღებთ: ღალატის ფაქტების, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ბავშვებთან არაადეკვატური მოქცევის ამსახველ ფოტოებს. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას პაპარაცების ყველაზე სკანდალურ კადრებზე შევაჩერებ. მაშ ასე.....1. ანიტა ეკბერგი პაპარაცებს ემუქრება![]() რეპორტიორებმა "ტკბილი ცხოვრების" ვარსკვლავს თავი იმდენად მოაბეზრეს რომ 60-იანი წლების იტალიური კინემატოგრაფის სექს-სიმბოლო საკუთარი ტერიტორიის დაცვას სწორედ ასეთი უჩვეულო იარაღით ცდილობდა. ფოტო 1960 წელს არის გადაღებული.2. ბრიტნი სპირსს ახალშობილი ვაჟი ცალ ხელში ძლივს უჭირავს![]() მეორე ხელით კი ახალგაზრდა დედას ალკოჰოლური სასმელი უჭირავს, მას შემდეგ კი, რაც ამ ფოტომ მსოფლიო შემოიარა, მომღერალს მშობლის უფლება ჩამოერთვა, თუმცა პოპ - ვარსკვლავი გონს მაინც ვერ მოეგო, პირიქით, სელებრითი აღვირახსნილობის უკიდეგანო ქაოსში გადაეშვა: თმა ნულზე გადაიპარსა და გამუდმებით დებოშსა დ სკანდალებს აწყობდა.3. პრინცესა დიანას უკანასკნელი ფოტო, სანამ ის საბედისწერო ავარიაში მოყვებოდა![]() ძირითადი ვერსიის თანახმად ავარია პაპარაცების დადევნების შედეგად მოხდა4. მარტოხელა პრინცესა დიანა ტაჯ - მაჰალის ფონზე![]() აღნიშნული ფოტო 1992 წელს არის გადაღებული. საზოგადოებამ უელსის პრინცესას მარტო გამოჩენა ერთგვარ მესიჯად მიიღო, რომელიც იმის შესახებ მოგვითხრობდა თუ რა შეიძლებოდა ეგრძნო ქალს, რომელიც ქმარს არ უყვარდა და მას სხვასთან ღალატობდა5. კრისტენ სტიუარტი რობერტ პატინსონს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან ღალატობს![]() მოტყუებულმა საქმრომ "მოღალატე" პარტნიორთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა6. იშვიათი ფოტო სადაც მადონა, სტინგი და თუფაქ შაკური ერთად არიან გადაღებული![]() ერთი შეხედვით, ამ ვარსკვლავებს საერთო არაფერი არ უნდა ჰქონოდათ, თუმცა გავრცელებული ჭორების თანახმად, პოპ - ვარსკვლავი თუფაქს ხვდებოდა
|