x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მომთვინიერებელს, რომელიც სპილოს არმატურით სცემდა, სპილოს წინ დაჩოქვა აიძულეს(ვიდეო)
image

საშინელად სანახავი მომენტია, როდესაც გრაციოზულ აზიურ სპილოს თინეიჯერი მომთვინიერებელი სასტიკად სცემს რკინის ჯოხით.


ინციდენტი ტაილანდში მოხდა. ასეთი სასტიკი სურათის ნახვის შემდეგ განრისხებულმა მენეჯერმა აიძულა მოზარდი ცხოველის ფეხებთან დაჩოქილიყო.


18 წლის სპილო ჯამბო ჩან ჩაო, ორშაბათს ემზადებოდა ტურისტების გასასეირნებლად აიუტთჰაიას სპილოების სასახლეში, როდესაც ცხოველების მომთვინიერებელმა პირაპატმა ცხოველს თავზე სასტიკად დაუწო ცემა რკინის კაუჭიანი არმატურით.



მეურვემ, რომელიც ასევე 18 წლისაა, ცხოველს სქელი ტყავი რკინის კაუჭით გაუხვრიტა და სპილოს ისეთი ტკივილი მიაყენა, რომ ამხელა ცხოველი ფეხებში მოიკეცა. ამჟამად ადგილობრივი ვეტერინარები ჯამბო ჩან ჩაოს თავზე ღრმა ჭრილობებს მკურნალობენ.



18 წლის პირაპატი მსუბუქად დაუძვრა სასჯელს, ვიდეოში ნაჩვენებია ის მომენტი, როდესაც სპილოების ბანაკის ადმინისტრატორმა პირაპატს ქეჩოში წაავლო ხელი და აიძულა, დაეჩოქა სპილოს ფეხებთან და ბოდიში მოეხადა.



შემაშფოთებელი ინციდენტის კადრები გადაიღო ტურისტმა, რომელმაც თქვა, რომ ცხოველისადმი ასეთმა მოპყრობამ ის აატირა.


მათ არ ისურვეს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება, მაგრამ თქვეს, რომ „უბრალოდ უნდათ, რომ სპილოებს კეთილგანწყობილად მოეპყრონ“.


სპილოების პარკის თანამშრომლებმა სამსახურიდან გაათავისუფლეს პირაპატი, ხოლო ცხოველთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა საჩივარი შეიტანეს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში.

0
426
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0