x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"დიდი შეცდომა დაუშვით… თუ ვინმე ფიქრობს, ოპოზიციას მოვერიდებით ძალიან ცდება" - ინგა გრიგოლია "ნაციონალურ მოძრაობას"

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას უკრაინაში ფარულად გამგზავრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარტიის მხრიდან ზემოაღნიშნულ ქმედებას დიდ შეცდომად აფასებს:


"ეხლა მომისმინეთ რა. ტვ “პირველი“ იმით მიყვარს, არავისი რომ არაა, არც ერთი პოლიტიკური ძალის და ფიგურის. არავისთან რომ არ გვაქვს არანაირი ვალდებულება( რაც არ უნდა გვაბრალონ, ჩვენმა თანამშრომლებმა იციან ყველაზე კარგად, რომ არასოდეს, არავის არაფერს ვავალებთ, პოლიტიკურ ორიენტირს არავის ვუხაზავთ ) ..


ხოდა, ხელისუფლებას რომ მწვავედ ვაკრიტიკებთ, თუ ვინმე ფიქრობს, ოპოზიციას მოვერიდებით, არ ვიტყვით, რაც სათქმელია, ძალიან, ძალიან ცდება…. თუ ოპოზიციიდან ვინმე ფიქრობს, რომ მათია ტვ “პირველი, . აქაც ძალიან ცდება.


ეთერებში მხოლოდ ოპოზიცია დადის იმიტომ, რომ არ დადის ხელისუფლება …. უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით, ვინც ეს დაგეგმა, რომ ტვ “ პირველისთვის“ შეიძლებოდა დაგემალათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. ჩვენ ამით არაფერი გვაკლდება, დამიჯერეთ! უბრალოდ, იმხელა ვარ უკვე, ზუსტად შემიძლია ვთქვა. რომ პირიქით!" - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან, ეკა ხერხეულიძესთან და კობა ნაყოფიასთან ერთად უკრაინაში იმყოფება. უკრაინაშია ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.




0
1162
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1162