x
მეტი
  • 05.12.2022
  • სტატია:124111
  • ვიდეო:355518
  • სურათი:496759
17 უცნაური და გასაოცარი დამთხვევა, რომლებიც ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ

image
რა თქმა უნდა მსოფლიოში უამრავი მოვლენა ხდება ყოველ დღე, თუმცა ზოგიერთი მათგანი დამთხვევებით ნამდვილად გაგაკვირვებთ:

1. The Simpsons-ის შემქმნელები ნამდვილი წინასწარმეტყველები არიან. მაგალითად, ლედი გაგას Super Bowl-ის შოუ 2017 წლის 2 თებერვალს შედგა საჰაერო აკრობატების გამოყენებით, მაგრამ ჩვენ ის პირველად ვნახეთ ხუთი წლით ადრე 2012 წლის ეპიზოდში "Lisa & Gaga". დონალდ ტრამპის პერსონაჟზე კი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველა საუბრობდა.image

2. 1898 წელს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა მორგან რობერტსონმა დაწერა მოთხრობა "Futility", რომელიც გემის ჩაძირვის შესახებ მოგვითხრობდა. გამოგონილ გემს ტიტანი ერქვა.image

3. ჰუვერის კაშხლის მშენებლობისას 112 ადამიანი დაიღუპა. პირველი იყო ამზომველი ჯორჯ ტიერნი, რომელიც გარდაიცვალა ავარიაში 1922 წლის 20 დეკემბერს, მოსამზადებელი სამუშაოების დროს.

ბოლო ადამიანი, ვინც დაიღუპა მშენებლობის დროს, იყო პატრიკ ტირნი, ჯორჯის ვაჟი. გარდაიცვალა 1935 წლის 20 დეკემბერს.image

4. წარმოუდგენელი დამთხვევების ეს სია პირველად 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ გამოქვეყნდა.

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ კენედი კონგრესში აირჩიეს ზუსტად 100 წლის სხვაობით. ორივე გარდაიცვალა თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე დღესასწაულის წინა პარასკევს მოკლეს(კენედი მოკლეს მადლიერების დღეს, ლინკოლნი კი აღდგომის წინა დღეს), და ორივეს მკვლელობის დღეს ახლდათ ცოლები და კიდევ ერთი დაქორწინებული წყვილი.image

5. ცნობილი იტალიელი მრბოლელი ენცო ფერარი 1988 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა. ზუსტად ორი თვის შემდეგ, 15 ოქტომბერს, დაიბადა ფეხბურთელი მესუთ იოზილი.image

6. 1975 წელს 17 წლის ბერმუდიელი ბიჭი მოტოციკლით ავარიაში დაიღუპა.

ზუსტად ერთი წლით ადრე იმავე გზაჯვარედინზე იმავე მოპედზე მისი 17 წლის ძმა გარდაიცვალა - მას ერთი და იგივე მძღოლი და იგივე მგზავრი ერთი და იგივე ტაქსი დაეჯახა!image

7. თამაშის Deus Ex-ის შემუშავებისას, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, მხატვარს დაავიწყდა ტყუპების კოშკების დახატვა ნიუ-იორკის კონტურებში. ამიტომაც მოიგონეს განმარტება, რომ ისინი ტერორისტული თავდასხმის შედეგად განადგურდნენ.image

8. რომის ლეგენდარულ დამაარსებელს რომულუსი ერქვა. რომის იმპერიის პირველმა მმართველმა მიიღო სახელი ავგუსტუსი.

და რა ერქვა გერმანელი ბარბაროსების მიერ ჩამოგდებულ დასავლეთ რომის იმპერიის მმართველს, რამაც გამოიწვია რომის იმპერიის დასასრული? რომულუს ავგუსტუსი!image

9. 1900 წლის 28 ივლისს იტალიის მეფე უმბერტო I წავიდა სადილზე მონცას რესტორანში. როდესაც რესტავრატორი, რომელსაც ასევე უმბერტო ერქვა, შეკვეთის მისაღებად გამოვიდა, მონარქმა შენიშნა, რომ ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.

საუბრის შემდეგ მამაკაცებმა კიდევ ბევრი უცნაურობა აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ორივე დაიბადა 1844 წლის 14 მარტს ტურინში; ორივე ერთსა და იმავე დღეს დაქორწინდა ქალებზე, სახელად მარგარიტაზე; რესტორანი უმბერტოს კორონაციის დღეს გაიხსნა.

მეორე დღეს მეფემ შეიტყო, რომ რესტავრატორი უცნობმა მკვლელმა მოკლა. სანამ მეფე სამძიმრის გამოთქმას მოასწრებდა, ბრბოდან ანარქისტი გამოვიდა და ესროლა.

image

10. 1976 წელს გამოვიდა ცნობილი საშინელებათა ფილმი The Omen საშინელი პროგნოზებისა და დამთხვევების შესახებ, რამაც გამოიწვია პერსონაჟების სიკვდილი.

ფილმის გადასაღებად დაიქირავეს კერძო თვითმფრინავი, თუმცა ფრენა ბოლო მომენტში გაუქმდა.

იმავე დღეს თვითმფრინავი გზაზე ჩამოვარდა და გამვლელ მანქანას დაეჯახა.

მანქანაში პილოტის ცოლ-შვილი იმყოფებოდნენ. ვერავინ გადარჩა.image

11. პირველ მსოფლიო ომში დაღუპული პირველი და უკანასკნელი ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავები ერთმანეთის მოპირდაპირედ სულ რაღაც 6 მეტრშია. image

12. 1895 წელს ოჰაიოს მთელ შტატში მხოლოდ ორი მანქანა იყო.

ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ.image

13. სამხრეთ აფრიკელმა ასტრონომმა დანიელ დიუ ტოიტმა ლექციები წაიკითხა სიცოცხლის არაპროგნოზირებადობაზე და მსმენელს უთხრა, რომ სიკვდილი ნებისმიერ დროს შეიძლება ეწვიოთ მათ. ლექციის შემდეგ ის სკამზე დაჯდა, საწუწნი კამფეტი ჩაიდო, გადასცდა და დაიხრჩო.image

14. ჰენრი ზიგლანდი დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო ბედის მართვა. 1883 წელს ის დაშორდა საყვარელ ადამიანს, რომელმაც ვერ გაუძლო განშორებას და თავი მოიკლა.

გოგონას ძმამ, მწუხარების გამო, აიღო იარაღი, სცადა ჰენრის მოკვლა და, როდესაც გადაწყვიტა, რომ ტყვია მიზანს მოხვდა, თავიც მოიკლა. თუმცა, ჰენრი გადარჩა: ტყვიამ მხოლოდ ოდნავ გაუკაწრა სახე და ხეს მოხვდა მის უკან.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჰენრიმ გადაწყვიტა ავბედითი ხის მოჭრა, მაგრა მისი მოჭრა რთული აღმოჩნდა, შემდეგ ზიგლანდმა გადაწყვიტა ხის აფეთქება რამდენიმე დინამიტით.

აფეთქების შედეგად ტყვია, რომელიც ჯერ კიდევ ხის ტოტში იჯდა, გათავისუფლდა და ჰენრის პირდაპირ თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.image

15. 2002 წელს, 70 წლის ტყუპი ძმები დაიღუპნენ ერთი საათის ინტერვალით ორ ავარიაში ერთსა და იმავე გზატკეცილზე ჩრდილოეთ ფინეთში.

პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე დიდი ხანია ავარიები არ მომხდარა (ფინეთს აქვს ავარიების თითქმის ყველაზე დაბალი პროცენტი მსოფლიოში), ასე რომ, შემთხვევა ერთსა და იმავე დღეს ორი ავარიის ერთი საათის სხვაობით უკვე გახდა ნამდვილი შოკი მათთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ მსხვერპლი ტყუპი ძმები იყვნენ ...image

16. 1920 წელს ამერიკელი მწერალმა ენ პერიში პარიზში ყოფნისას, ძველი წიგნების მაღაზიაში წააწყდა თავის საყვარელ საბავშვო წიგნს “ჯეკ ფროსტი და სხვა ისტორიები". ენმა იყიდა წიგნი და აჩვენა ქმარს, თანაც მოუყვა რა ძალიან უყვარდა ის ბავშვობაში. შემდეგ კი გადაშალა და ნახა წარწერა „ენ პერიში, 209H უებერ-სტრიტი, კოლორადო სპრინგსი ". დიახ, ეს წიგნი ოდესღაც სწორედ მას ეკუთვნოდა.image


17. როდესაც საფრანგეთის მომავალი მეფე ლუი XVI ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მისმა პირადმა ასტროლოგმა გააფრთხილა, რომ ყოველი თვის 21-ე იყო მისი უიღბლო დღე. მეფე იმდენად გაოგნებული დარჩა ამ წინასწარმეტყველებით, რომ რაიმე მნიშვნელოვანს 21 რიცხვში არასოდეს გეგმავდა.

თუმცა ყველაფერი მასზე არ იყო დამოკიდებული. 1791 წლის 21 ივნისს მეფე და დედოფალი დააპატიმრეს რევოლუციური საფრანგეთის დატოვების მცდელობისას. იმავე წელს, 21 სექტემბერს, საფრანგეთმა თავი რესპუბლიკად გამოაცხადა.

ხოლო 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს თავი მოჰკვეთეს.image

0
796
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
796
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0